1. ეკიპაჟს სხ-ს წარუდგენს გაფრენის უზრუნველმყოფი სამუშაოების შემსრულებელი (ტმ-ის დასკვნითი სამუშაოს შემსრულებელი ჯგუფის ხელმძღვანელი), რომელიც ბორტინჟინერს (პილოტს) აცნობებს სხ-ის ტექნიკურ მდგომარეობას და მასზე შესრულებულ სამუშაოებს. შემსრულებელი პასუხისმგებელია წარდგენილი სხ-ის გასაფრენად მზადყოფნაზე. წარდგენის ვადები უნდა შეესაბამებოდეს სხ-ის მომზადების ტექნოლოგიურ გრაფიკს.
2. ეკიპაჟს წარედგინება გამართული და ამ კონკრეტული ფრენისათვის მომზადებული სხ, სათანადოდ გაფორმებული – ჩანაწერებით სხ-ის ტექნიკურ ბორტჟურნალში და ტექნიკური მომსახურების მოწმობაში (განწესში).
3. წარდგენილი სხ-ის მიღებისას, გაუმართაობის გამოვლენის შემთხვევაში, ეკიპაჟის წევრები აკეთებენ ჩანაწერს სხ-ის ტექნიკურ საბორტო ჟურნალში და აცნობებენ ჩამბარებელ სპეციალისტს, რომელიც ვალდებულია მიიღოს ზომები ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
4. სხ-ის გასაფრენად ბუქსირებისას ან მიმოსვლისას გაუმართაობის გამოვლენის შემთხვევაში, სხ-ის მეთაურის გადაწყვეტილებით, სხ-ს აბრუნებენ სადგომზე. ამ შემთხვევაში, სამუშაოების შემსრულებელი (ტმ-ის დასკვნითი სამუშაოს შემსრულებელი ჯგუფის ხელმძღვანელი) უზრუნველყოფს გამოვლენილი გაუმართაობის აღმოფხვრას და გაუმართაობის აღმოფხვრის შესახებ აკეთებს ჩანაწერს სხ-ის ტექნიკურ საბორტო ჟურნალში და ტექნიკური მომსახურების მოწმობაში (განწესში).
5. ეკიპაჟი (პილოტი) ძრავის (ძრავების) ამუშავების ნებართვას იღებს ამუშავების უზრუნველმყოფი ავიასპეციალისტებისაგან. ძრავის (ძრავების) ამუშავება ხორციელდება ეკიპაჟსა და უზრუნველმყოფ სპეციალისტს შორის:
ა) კავშირის საშუალების გამოყენებით (თსმ, რადიო – სადაც არის); ან
ბ) მითითებებისა და სიგნალების გამოყენებით (საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 8 ოქტომბრის №88 ბრძანების ,,საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესების დამტკიცების შესახებ” შესაბამისად).
6. ფრენის დროს სტ-ის ისეთი მწყობრიდან გამოსვლისას (გაუმართაობის გამოვლენისას), რამაც გამოიწვია სახიფათო მდგომარეობა (ან შეუძლია გამოიწვიოს), მეთაურმა შეიძლება მოითხოვოს (სმ მეთვალყურის მეშვეობით) ასს-ის სპეციალისტის კონსულტაცია. ამ შემთხვევაში, ასს-ის უფროსი თანამდებობის პირი ვალდებულია გამოყოს მომზადებული სპეციალისტები, ეკიპაჟისათვის დროული რჩევით დასახმარებლად.
7. ფრენის დროს გამოვლენილი გაუმართაობის სხ-ის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების, რეჟიმისა და ფრენის პარამეტრების გადახრის მონაცემებს ეკიპაჟის წევრები წერენ სხ-ის ტექნიკურ ბორტჟურნალში.
8. სადგომზე შესვლის შემდეგ, ეკიპაჟი სხ-ს აბარებს ასს-ის პასუხისმგებელ პირს, ამ წესის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
თავი VI
საჰაერო ხომალდზე შესრულებული სამუშაოების ზოგადი სახეობებ
ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 19.09.2011
მუხლი 11. ეკიპაჟისა და ავიასაინჟინრო სამსახურის ურთიერთობა
თავი V — ეკიპაჟის მიერ საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია
მეზობელი მუხლები
- მუხლი 5. საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების სამსახურები
- მუხლი 6. საინჟინრო უზრუნველყოფის ამოცანები და ორგანიზება
- მუხლი 7. საჰაერო ხომალდის გამართულობა და გამოყენება
- მუხლი 8. ფრენების უსაფრთხოება
- მუხლი 9. საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაციის ძირითადი წესები
- მუხლი 10. სხ-ის პლანერის, ძრავის, საავიაციო-რადიოელექტრონული აღჭურვილობის ტექნიკური მომსახურების ზოგადი წესები
- მუხლი 12. საწვავ-საცხები მასალებით გაწყობა
- მუხლი 13. სპეცსითხეებით, აირებით დამუხტვა და წყლით გაწყობა
- მუხლი 14. ეკიპაჟის კაბინაში და სამგზავრო სალონში ჰაერის კონდიცირება
- მუხლი 15. საჰაერო ხომალდის ზედაპირიდან თოვლისა და ყინულის მოცილება
- მუხლი 16. ძრავის ამუშავება და მოსინჯვა
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 11, №116, 19.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 300160070.54.066.016015 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1476579/muxli-11/