1. სხ-ის სპეცსითხეებით, წყლით (ტექნიკური და სასმელი) გაწყობა ხორციელდება საექსპლუატაციო საბუთების მოთხოვნების შესაბამისად. ამ სამუშაოების შემსრულებელი სამსახურებისა და სპეციალისტების შემადგენლობას, მათ შორის, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის განაწილებას განსაზღვრავს ავიასაწარმო.
2. უპასპორტოდ მოწოდებული სითხეები და აირები, ასევე გაუმართავი გამწყობი საშუალებები, არასტანდარტულ ფერად შეღებილი და/ან შიგთავსის დასახელების მონიშვნის გარეშე ტევადობები და ჭურჭელი – გასაწყობად (დასამუხტად) არ დაიშვება