1. სხ-ის სსმ-ით გაწყობა, სსმ-ის ხარისხის და გამწყობი საშუალების შემოწმება სრულდება სხ-ის საექსპლუატაციო საბუთების მოთხოვნების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სხ-ის ბორტზე მგზავრების ყოფნისას სხ-ის საწვავით გაწყობა დასაშვებია მხოლოდ ავიასაწარმოს „ფრენების შესრულების სახელმძღვანელოში” გათვალისწინებული შემთხვევისას.
3. სხ-ის გაწყობა შესაძლებებლია ცენტრალური გასაწყობი სისტემების, სპეცმანქანების, ან სხვა გამწყობი საშუალებების მეშვეობით. გამწყობი საშუალებები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს