1. სხ-ის დგომისას, ტექნიკური პერსონალი ვალდებულია მიიღოს ზომები შემოყინვისაგან მის დასაცავად, ასევე ძრავების, პლანერის, ჰაერზეთოვანი რადიატორის, სრეა-ს ნაკეთობების შიდა ღრუებში თოვლის მოხვედრისაგან (შალითებით დაფარებით, ზედაპირებზე განსაკუთრებული სითხეების წასმით, სახშველების დაყენებით და სხვა საშუალებებით).
2. სხ-ის ზედაპირიდან, ჰაერშემკრები მოწყობილობიდან ყინულს აცილებენ თოვლის მოცილების შემდეგ, ყინულის მოსაცილებლად გამოიყენება თბილი წყალი, შემთბარი შემოყინვის საწინააღმდეგო სითხე, შემოსაქრევი თბომანქანა, სააეროდრომო გამთბობი. ქსოვილის ან სხვა რბილი შემონაკერიდან – ყინულს აცილებენ თბილი წყლით ან ჰაერით. შემოსაქრევ თბომანქანებს განათავსებენ სხ-ის უახლოესი წერტილიდან არანაკლებ 3,5მ-ზე.
3. ყინულისა და თრთვილის მოსაცილებლად გამოყენებული, ჰაერისა და სითხეების ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს საექსპლუატაციო საბუთებით დადგენილ ფარგლებს, განსაკუთრებით გასაფრთხილებელია ფიჭური აგებულების ნაწილები.
4. თბილი წყლით ყინულის მოცილებისას, უნდა გამოირიცხოს წყლის მოხვედრა იმ მექანიზმებსა და ღრუებში, სადაც მის გაყინვას შეუძლია გამოიწვიოს სხ-ის სისტემების მწყობრიდან გამოსვლა.
5. ყინულის ხელმეორედ წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად, სხ-ის ზედაპირს ასხურებენ შემოყინვის საწინააღმდეგო სითხეს ან უბერავენ თბილ ჰაერს და ამშრალებენ. ასევე ამშრალებენ საჭეების, ელერონების, ტრიმერების ჭრილიან ღრეჩოებს, ფრთის მექანიზაციის ნაწილებს, შასის კვანძებსა და სხვა მექანიზმებს. ამ სამუშაოს შესრულების შემდეგ ამოწმებენ საჭეების, ელერონების, ტრიმერების ზღვრულ მდგომარეობაში გადახრას, აგრეთვე ანეროიდულ-აპკური ხელსაწყოების სამუშაოდ ვარგისობას.
6. თოვლს, ყინულსა და თრთვილს აცილებენ სხ-ის წინასწარ სტარტზე გასვლემდე (ბუქსირებამდე). საჭიროებისას, თოვლსა და ყინულს ხელმოერედ აცილებენ უშუალოდ სადგომიდან გასვლის წინ. აღნიშნულ სამუშაოს ყოველი ხელმეორე შესრულება, ტმ-სათვის დადგენილი წესით, ცალკე განწესით ფორმდება.
7. შემოყინვის მოცილებისა და თავიდან აცილების სამუშაოებზე დაიშვებიან სათანადოდო მომზადებული ტექნიკური სპეციალისტები. აღნიშნული სამუშაოების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელნი არიან მისი შემსრულებელი და ორგანიზატორი სპეციალისტები