1. ოტმ არის სტ-ის ტექნიკური მდგომარეობის მოსამზადებელი სამუშაოების, დათვალიერებისა და შემოწმების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სხ-ის გამართულობას, მზადყოფნასა და გამოყენებას, მისი პეროდული ტექნიკური მომსახურების ფორმების შუალედში.
2. ოტმ-ის დროს სრულდება მრ-ით (პროგრამით) გათვალისწინებული გეგმური და გაუთვალისწინებელი დამატებითი სამუშაოები (ნაკეთობების გამოცვლა, ერთჯერადი შემოწმება და სხვა). ამ სამუშაოების სახეობების ჩამონათვალი, შინაარსი, პერიოდულობა და შესრულების ტექნოლოგია განისაზღვრება სხ-ის კონკრეტული ტიპის საექსპლუატაციო საბუთებით.
3. ოტმ-ს წარმართავენ ფრენების მომზადებისა და უზრუნველყოფის გეგმების მიხედვით, რომელსაც ახორციელებს ავიასაწარმოს სათანადო სამსახური.
4. ოტმ-ის წარმოების ორგანიზებამ უნდა უზრუნველყოს სხ-ის ფრენის უსაფრთხოება, სხ-ების დროული და ხარისხიანი მომსახურება, მოძრაობის განრიგისა (ფრენების გეგმის) და კონკრეტული სამუშაოების ჩატარების ტექნოლოგიური გრაფიკის შესაბამისად.
5. ოტმ-ის შემსრულებელ სამსახურს განათავსებენ ბაქნის სიახლოვეს, უზრუნველყოფენ საწარმოო და საყოფაცხოვრებო სათავსოებით, საექსპლუატაციო საბუთებით, სპეციალური მოხმარების სმს-ით, სტ-ის მდგომარეობაზე ზედამხედველობისა და კავშირგაბმულობის საშუალებებით.
6. ოტმ-ის სამუშაოებს ხელმძღვანელობს საინჟინრო შემადგენლობა, რომლის კომპეტენციაშიც შედის (ავიასაწარმოს მიერ დადგენილი ვალდებულებების განაწილების შესაბამისად), მუშაობის მოგვარება, ტმ-ის ხარისხზე ზედამხედველობა, რთული გაუმართაობების მიზეზების დადგენა და მისი აღმოფხვრის გადაწყვეტილების მიღება. ოტმ-ის შესრულების შემდეგ, ოტმ-ს ხელმძღვანელი სამუშაოების შემსრულებელთან ერთად, აფორმებს განწესს, ხელმოწერით ადასტურებს სხ-ის გამართულობას და საფრენად მზადყოფნას (თუ ის გასაფრენად ემზადება) ან გათვალისწინებული სამუშაობის შესრულებას, ხომალდის სხვა ტმ-ზე ან შესანახად გადასაცემად.
7. სხ-ის მომსახურებაზე პასუხისმგებელი სპეციალისტი ოტმ-ისათვის მომზადებასა და მის შესრულებას ახორციელებს შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) აგვარებს სხ-ის სადგომზე დახვედრას და მის დაყენებას, ნიშნავს ენერგომომარაგების სააეროდრომო წყაროს სხ-თვის მიერთებაზე (გამორთვაზე) პასუხისმგებელ პირს;
ბ) ძრავების შეჩერების შემდეგ, იძლევა დახვედრის პირველი რიგის სამუშაოების შესრულების მითითებას;
გ) ეკიპაჟისაგან იღებს ინფორმაციას ფრენის დროს სისტემებისა და აღჭურვილობის მუშაობაზე;
დ) ეცნობა ბორტჟურნალის ჩანაწერებს, ფრენის დროს გამოვლენილ მწყობრიდან გამოსვლებსა და გაუმართაობებზე;
ე) პირადად ასრულებს სხ-ის პირველად გარეგან დათვალიერებას (განსაზღვრავს ტექნიკურ მდგომარეობას), მრ(მპ) და სხვა საბუთებით გათვალისწინებული მოცულობით.
8. ავიასაწარმოს მიერ ექსპლუატირებულ (საკუთარ) სხ-ზე შესრულებული სამუშაოს მოცულობა   (ტმ-ის ფორმა) განისაზღვრება მრ(მპ) მოთხოვნებითა და ადრე შესრულებული სამუშაოების აღრიცხვის მონაცემებით.
9. სატრანზიტო სხ-ზე ოტმ-ის ფორმისა და დამატებითი სამუშაოს დანიშვნაზე პასუხისმგებელია მისი ეკიპაჟი (ეკიპაჟის წევრი, საამისოდ აუცილებელი უფლებამოსილებით). შესასრულებელ ტმ-ის ფორმასა და დამატებით სამუშაოებზე მოთხოვნას ეკიპაჟის წევრი მოფრენისთანავე აღნიშნავს სხ-ის ტექნიკურ საბორტო ჟურნალში.
10. კალენდარული ვადებით განსაზღვრული ოტმ-ის ფორმები სრულდება საბაზო აეროდრომზე. ეს სამუშაო შეიძლება შესრულდეს არასაბაზრო აეროდრომზეც, თუკი იქ არის მომზადებული ტექნიკური სპეციალისტები და შესაბამისი ტექნიკური საშუალებები.
11. ოტმ-ის შესრულების დამადასტურებელი საბუთებია:
ა) ტექნიკური მომსახურების მოწმობა (განწესი), ხოლო დროებით აეროდრომზე მყოფი სხ-ის – ტმ-ის უწყისი, სადაც ხელს აწერენ შემსრულებლები და შემმოწმებლები;
ბ) სხ-ის ბორტჟურნალი, სადაც ჩანაწერს აკეთებს ამ სხ-ის ტმ-ზე პასუხისმგებელი სპეციალისტი,   ტმ-ის ფორმისა და ტექნიკური მომსახურების მოწმობის (განწესის) ნომრის მითითებით