1. საავიაციო ტექნიკის ტექნიკურ მომსახურებას ახორციელებს ასს, რომელიც წარმოადგენს ორგანიზაციულად და ფუნქციონალურად ჩამოყალიბებულ კომპლექსს, რომლის დანიშნულებაც არის სტ-ის ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა. ასს შეიძლება იყოს ავიასაწარმოს სტრუქტურის ქვედანაყოფი ან დამოუკიდებელი ავიასაწარმო.
2. ასს-ის სტრუქტურას, მის ქვედანაყოფებსა და მუშაკებს შორის მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის განაწილებას, სტ-ის ტექნიკურ ექსპლუატაციაში მონაწილეთა უფლებამოსილებას, შეთანხმებული მუშაობისა და ზედამხედველობის მექანიზმებს ადგენს სტტმ საწარმო ან ავიასაწარმო, რომლის სტრუქტურულ ერთეულსაც შეადგენს ასს.
3. ასს-ის დანიშნულებაა:
ა) ექსპლუატირებული სხ-ის საფრენად ვარგისობის შენარჩუნება;
ბ) ფრენების უსაფრთხოებისა და რეგულირების ავიასაინჟინრო უზრუნველყოფა;
გ) ასს-ის პირადი შემადგენლობის პროფესიული დონის შენარჩუნება და ამაღლება.
4. ასს-ზე დაკისრებული მოვალეობების მინიმალური ჩამონათვალი უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის საქმიანობას:
ა) სხ-ების გამოყენების, სტ-ის ტმ-ის დაგეგმვას;
ბ) სტ-ის ტმ-ის (მათ შორის – რესურსის აღდგენა) ორგანიზებას და შესრულებას, მისი დაყვანითი სამუშაოების, სტ-ის ექსპლუატაციაზე და მისი ტმ-ის ხარისხზე ზედამხედველობას – საექსპლუატაციო და სარემონტო საბუთების მოთხოვნების შესაბამისად;
გ) ჰაერში და ხმელეთზე გამოვლენილი სტ-ის მწყობრიდან გამოსვლისა და გაუმართაობებზე არსებული მონაცემების შეკრებას, აღრიცხვას და დამუშავებას;
დ) სტ-ის ტექნიკურ ექსპლუატაციას, მისი ტმ-ის გამოცდილების გაანალიზებას და განზოგადებას, საიმედობის გაანალიზებას, საავიაციო მოვლენების, ასევე სტ-ის მწყობრიდან გამოსვლისა და გაუმართაობების თავიდან აცილების ღონისძიებებთან ერთად, ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ე) სარეკლამაციო-საპრეტენზიო სამუშაოების წარმართვა, სტ-ის შემმუშავებლისათვის და/ან დამამზადებლისათვის მოთხოვნების წარდგენას, მათი ნაწარმის ხარვეზების აღმოსაფხვრელად;
ვ) სხ-ის საფრენოსნო-ტექნიკური მახასითებლების საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს მოთხოვნებთან შესაბამისობაზე ზედამხედველობას;
ზ) სხ-ის ტმ-ის და მისი დაცვის უზრუნველყოფას;
თ) მოწინავე ტექნოლოგიების შემუშავებაში და განხორციელებაში მონაწილეობას;
ი) სტ-ის საექსპლუატაციო-სარემონტო საბუთების სრულყოფის წინადადებების შემუშავებას;
კ) საექსპლუატაციო-სარემონტო საბუთებით სტ-ის უზრუნველყოფას, მათ წარმოებას და შენახვის უზრუნველყოფას (სახომალდე საბუთების ჩათვლით);
ლ) სტ-ის დაყვანით სამუშაოებზე, ასს-ის საქმიანობაზე, სხ-ების პარკის, ძრავების, მატერიალური ქონების, სათადარიგო ნაწილებისა და მოწყობილობების შემადგენლობაზე, მდგომარეობაზე, გამოყენებასა და მოძრაობაზე აღრიცხვიანობისა და ანგარიშგების ავიასაწარმოს მიერ დადგენილი ფორმების წარმოებას;
მ) ავიასაწარმოს მიერ განხორციელებული სტ-ის ტმ-ის მეტროლოგიურ უზრუნველყოფას;
ნ) სახანძრო უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის, მუშაკების შრომის ნორმალური პირობების უზრუნველმყოფი ზომების გატარება; წარმოების უზრუნველყოფა საჭირო ფართით, მოწყობილობებით, სათადარიგო ნაწილებით, ტექნიკური ქონებით, მათი შენახვა, გამართულობის შენარჩუნება, გამოყენება და მომსახურება;
ო) დაზიანებული სხ-ების საევაკუაციო და აღსადგენი სამუშაოების მოგვარებასა და ჩატარებას;
პ) სასწავლო ბაზის შექმნასა და აღჭურვას, ასს-ის პირადი შემადგენლობის ტექნიკური მომზადებისა და სპეციალისტების სტაჟირების მოგვარებისათვის;
ჟ) ასს-ის კადრების შერჩევას და სამუშაო ადგილზე განაწილებას, ყოველი მუშაკის მიერ საკუთარი თანამდებობრივი ვალდებულებისადმი სათანადო დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებელი სისტემური სამუშაოს გაწევას.
5. ავიასაწარმოები, რომელთა ძირითადი საქმიანობაა სხ-ის, სხ-ის ძრავების (შემდგომში–ძრავები) და სხვა საავიაციო ტექნიკის რემონტი, ასევე სტ-ის დაყვანითი სამუშაოები და სხ-ის კვლავ აღჭურვა ბიულეტენების მიხედვით, ამ წესისთვის წარმოადგენენ სარემონტო საწარმოებს.
6. სარემონტო საწარმოს დანიშნულებაა სტ-ის რემონტის ჩასატარებლად აუცილებელი სამუშაოების შესრულება, რომელთაც განეკუთვნება:
ა) სტ-ის რემონტის, მისი დაყვანითი სამუშაოების, ტმ-ის, შემოწმებებისა და დათვალიერებების, ხარისხზე ზედამხედველობის დაგეგმვა, ორგანიზება და შესრულება საექსპლუატაციო და სარემონტო საბუთების შესაბამისად;
ბ) სტ-ის მწყობრიდან გამოსვლასა და გაუმართაობებზე მონაცემების შეკრება, აღრიცხვა და დამუშავება;
გ) სტ-ის ტექნიკური ექსპლუატაციისა და რემონტის გამოცდილების გაანალიზება და განზოგადება, საიმედოობის გაანალიზება მთელი არსებული ინფორმაციის გამოყენებითა და სტ-ის მწყობრიდან გამოსვლისა და გაუმართაობების, საავიაციო მოვლენების თავიდან აცილების ღონისძიებების შემუშავებით;
დ) სარეკლამაციო-საპრეზენტაციო სამუშაოების წარმართვა, სტ-ის შემმუშავებლისათვის და/ან დამამზადებლისათვის მოთხოვნების წარდგენა, მათი ნაწარმის ხარვეზების აღმოსაფხვრელად;
ე) სხ-ის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების სეს-ის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე ზედამხედველობა;
ვ) სხ-ის რემონტისას მისი დაცვის უზრუნველყოფა;
ზ) სტ-ის მდგომარეობაზე, მის ტმ-ზე ზედამხედველობის, შრომისა და წარმოების ორგანიზების მოწინავე ტექნოლოგიების შემუშავებაში და განხორციელებაში მონაწილეობა;
თ) სტ-ის საექსპლუატაციო სარემონტო საბუთების სრულყოფაზე წინადადებების შემუშავება;
ი) საექსპლუატაციო-სარემონტო საბუთებით სტ-ის უზრუნველყოფა, მისი წარმოება და შენახვის უზრუნველყოფა (სახომალდე საბუთების ჩათვლით);
კ) ნაკეთობების სახომალდე საბუთებში სტ-ის აგებულებისა და საექსპლუატაციო პარამეტრების საწარმოო ცვლილებებზე (რემონტის დროს) ამომწურავი ინფორმაციის შეტანა;
ლ) სტ-ის დაყვანით სამუშაოებზე, წარმოების მდგომარეობაზე, სხ-ების პარკის, ძრავების, მატერიალური ქონების, სათადარიგო ნაწილებისა და მოწყობილობების შემადგენლობაზე, მდგომარეობაზე, გამოყენებასა და მოძრაობაზე აღრიცხვიანობისა და ანგარიშგების დადგენილი ფორმების წარმოება;
მ) სტ-ის რემონტისა და სხვა სამუშაოების მეტროლოგიური უზრუნველყოფა;
ნ) სტ-ის ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის, სახანძრო უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ორგანიზებისა და შრომის პირობების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება; წარმოების უზრუნველყოფა საჭირო ფართით, აღჭურვილობით, სათადარიგო ნაწილებითა და ტექნიკური ქონებით, მათი შენახვის, გამართულობის შენარჩუნების, გამოყენებისა და მომსახურების ღონისძიებების გატარება;
ო) სასწავლო ბაზის შექმნა და აღჭურვა, პირადი შემადგენლობის ტექნიკური მომზადების და სპეციალისტების სტაჟირების უზრუნველყოფა.
თავი III
ფრენების საინჟინრო უზრუნველყოფის საფუძვლებ
ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 19.09.2011
მუხლი 5. საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების სამსახურები
თავი II — საავიაციო ტექნიკის ტექნიკური ექსპლუატაციის ორგანიზება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- მუხლი 2. ტერმინების და ცნებების განმარტებები
- მუხლი 3. „წესში“ გამოყენებული შემოკლებები
- მუხლი 4. ძირითადი დებულებები
- მუხლი 6. საინჟინრო უზრუნველყოფის ამოცანები და ორგანიზება
- მუხლი 7. საჰაერო ხომალდის გამართულობა და გამოყენება
- მუხლი 8. ფრენების უსაფრთხოება
- მუხლი 9. საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაციის ძირითადი წესები
- მუხლი 10. სხ-ის პლანერის, ძრავის, საავიაციო-რადიოელექტრონული აღჭურვილობის ტექნიკური მომსახურების ზოგადი წესები
- მუხლი 11. ეკიპაჟისა და ავიასაინჟინრო სამსახურის ურთიერთობა
- მუხლი 12. საწვავ-საცხები მასალებით გაწყობა
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 5, №116, 19.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 300160070.54.066.016015 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1476579/muxli-5/