1. შრომატევად სამონტაჟო-დემონტაჟის სამუშაოებს განეკუთვნება სხ-ის აწყობა და დაშლა, მისი დიდი ზომის ნაწილების, აგებულების ელემენტებისა და ნაკეთობების მონტაჟი და დემონტაჟი.
2. სამუშაოების ხელმძღვანელი ატარებს შემსრულებლების ინსტრუქტაჟს სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარების წესებზე, მისი შესრულების ტექნოლოგიის თავისებურებებზე, აგვარებს საექსპლუატაციო საბუთებით გათვალისწინებული აღჭურვილობის, ხელსაწყო-იარაღების, სახმელეთო მომსახურებისა და კონტროლის საშუალებების მომზადებას.
3. მონტაჟის, დემონტაჟისა და რეგულირების სამუშაოები სრულდება სტ-ის შემმუშავებლის ან მწარმოებლის ტექნოლოგიით. ის სამუშაოები, რომელსაც არა აქვს სტ-ის შემმუშავებლის ან დამამზადებლის ტექნოლოგია, სრულდება ექსპლუატანტის მიერ შემუშავებული ტექნოლოგიით, რომელიც სტ-ის ან შემმუშავებელთან, ან დამამზადებელთან, ან სააგენტოსთან უნდა შეთანხმდეს.
4. პლანერის (ძრავების) ნაწილების, სტ-ის ნაკეთობების დემონტაჟის შემდეგ ყურადღებით მოწმდება (საექსპლუატაციო საბუთების შესაბამისად) მდგომარეობა იმ ძალური კვანძებისა და მათი სამაგრი ნაწილებისა, რომელთა შემოწმება შეიძლება მხოლოდ აგებულების ელემენტის მოხსნისას.
5. სხ-ის ნაწილების აწევა-დაწევასთან, ამ ნაწილების პლანერის ძალურ კვანძებთან მიერთება-გართვასთან დაკავშირებული სამუშაოები სრულდება სამუშაოს ხელმძღვანელის მითითებების მიხედვით, სათანადოდ მომზადებული და დაშვებული სპეციალისტების მიერ.
6. განსაკუთრებული სახის სამუშაოებს განეკუთვნება ის შრომატევადი ოპერაციები, რაც დაკავშირებულია შემდეგი გაუმართაობების ან სხ-ის დაზიანების აღმოსაფხვრელად:
ა) ძალური ელემენტების ის ხარვეზები, რომლის აღმოსაფხვრელი ტექნოლოგიური საბუთები არ შემუშავებულა;
ბ) სხ-ის საექსპლუატაციო გადამეტტვირთვასთან დაკავშირებული დაზიანებები;
გ) ნაკვეთურებში ან აგებულების ელემენტებზე აგრესიული ან შხამიანი ნივთიერებების მოხვედრა;
დ) დიდგანზომილებიანი ნაწილებისა და ძნელად მისადგომ ადგილებში განთავსებული კვანძების კოროზიით დაზიანება.
7. ამ მუხლის მე-6 პუქტით აღნიშნული სამუშაოების საჭიროებისას, ავიასაწარმო აცნობებს სააგენტოს. ავიასაწარმოს სპეციალისტებისაგან აყალიბებს კომისიას (საჭიროებისას, კომისიის შემდგენლობაში შეჰყავთ სხვა საწარმოების კომპეტენტური წარმომადგენლები), რომელსაც ეკისრება:
ა) სხ-ის წუნდების სამუშაოები;
ბ) გაუმართაობის (დაზიანების) გამოვლინების მიზეზების დადგენა;
გ) აღდგენის მიზანშეწონილობის, საჭირო ძალებისა და საშუალებების, სამუშაოების შესრულების ვადების განსაზღვრა;
დ) გაუმართაობის აღმოსაფხვრელი (აგრესიული ან შხამიანი ნივთიერებების მოსაცილებელი) ტექნოლოგიური საბუთების შემუშავება;
ე) გაუმართაობების (დაზიანების, მცდარი ექსპლუატაციის შემთხვევების) თავიდან ასაცილებელი წინადადებების შემუშავება.
8. შემუშავების შედეგების მიხედვით, კომისია ადგენს აქტს გამოვლენილი გაუმართაობების აღმოფხვრის წარმართვის წინადადებით, რომელსაც ავიასაწარმოს ხელმძღვანელი ამტკიცებს.
9. გაუმართაობის (დაზიანების) აღმოსაფხვრელად, ინიშნებიან სპეციალისტები და ამ სამუშაოების ხელმძღვანელები. სამუშაოების ხელმძღვანელი ვალდებულია, შემსრულებელთან შეისწავლოს სამუშაოს ტექნოლოგია და ჩაუტაროს ინსტრუქტაჟი მის უსაფრთხოდ ჩატარებაზე, მოაგვაროს ტექნიკური საშუალებებისა და მასალების მომზადება, უზრუნველყოს შესრულებული სამუშაოს შემოწმება და გააფორმოს საბუთები.
10. გაუმართაობის (დაზიანების) აღმოფხვრას შემსრულებლები, ხელმძღვანელი და ხარისხზე პასუხისმგებელი პირები ადასტურებენ ხელმოწერებით წუნდების განაწესში. საჭიროებისას, კეთდება ჩანაწერები სხ-ის (ძრავის) ფორმულარში
ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 19.09.2011
მუხლი 26. საჰაერო ხომალდზე შრომატევად სამონტაჟო-დემონტაჟისა და განსაკუთრებული სახის სამუშაოების შესრულება
თავი VIII — საჰაერო ხომალდის პერიოდული ტექნიკური მომსახურება. საავიაციო ტექნიკის მიმდინარე რემონტი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 20. საჰაერო ხომალდის დახვედრა და სადგომით უზრუნველყოფა
- მუხლი 21. საჰაერო ხომალდის დათვალიერება და მომსახურება
- მუხლი 22. გაფრენის უზრუნველყოფა
- მუხლი 23. დასაშვები გაუმართაობებიანი საჰაერო ხომალდის გასაფრენად მომზადება
- მუხლი 24. მომსახურების მოგვარება
- მუხლი 25. საჰაერო ხომალდის ძრავის შეცვლა
- მუხლი 27. მიმდინარე რემონტი
- მუხლი 28. სეზონური ტექნიკური მომსახურება
- მუხლი 29. სპეციალური ტექნიკური მომსახურება
- მუხლი 30. ექსტრემალურ მეტეოროლოგიურ პირობებში საჰაერო ხომალდის მომსახურება. ქმედებები სტიქიური უბედურების დროს
- მუხლი 31. შენახვისას მომსახურება
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 26, №116, 19.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 300160070.54.066.016015 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1476579/muxli-26/