1. სხ-ის ფრენებში გათვალისწინებული ვადით შესვენებისას, მას აყენებენ “შესანახად”. ამ შემთხვევაში, აუცილებელი სამუშაოების ორგანიზების წესს ადგენს ავიასაწარმო.
2. საჰაერო ხომალდის შენახვის (კონსერვაცია) და შენახვიდან მოხსნისას მის ნაკეთობებზე ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობა (შენახვის ვადები შესაბამისად) დგინდება კონკრეტული ტიპის სხ-ის საექსპლუატაციო საბუთების მოთხოვნებით.
3. თუ სხ-ის (ნაკეთობის) შენახვის ვადა დაკონსერვების ვადაზე მეტია, ხდება მისი ხელახალი დაკონსერვება. იმ შემთხვევაში, როდესაც სხ-ის (ნაკეთობა) სარემონტოდ ტრანსპორტირების დრო მეტია მისი დაუკონსერვებლად შენახვის მინიმალურ ვადაზე, იგი ექვემდებარება კონსერვაციის განახლებას. ავიასაწარმო არეგულირებს შენახული (დაკონსერვებული) სხ-ისა და ნაკეთობების დაკონსერვებისა და ხელახალი დაკონსერვების ვადებს.
4. დაკონსერვებული სხ ინახება სადგომზე, მას ამიწებენ, აბამენ (თუ ეს საექსპლუატაციო საბუთებით არის გათვალისწინებული), ახურავენ შალითებს, უყენებენ სახშველებს და დამცავ საშუალებებს.
5. სხ-ის შენახვისას მასზე ასრულებენ მრ-ით (პროგრამით) გათვალისწინებულ სამუშაოებს, თოვლისა და ყინულის მოცილების, აგრეთვე დამიწების, სადგომის ხანძარსაქრობი საშუალებების შემოწმების ჩათვლით. სისტემების სამუშაოდ ვარგისობის შესამოწმებელი სამუშაოს მოცულობა განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სხ-ის მდგომარეობისა და დაკომპლექტების გათვალისწინებით (დაზიანებები, მოხსნილი ნაკეთობები და ა.შ.).
6. შესანახად დაყენებული სხ-დან ნაკეთობებისა და ნაწილების სხვა სხ-ზე გადაყენება წარმოებს ამ „წესების” მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.
7. დაკონსერვებული სხ-დან მოხსნილი ნაკეთობები ინახება საექსპლუატაციო საბუთების მოთხოვნების შესაბამისად. ამ ნაკეთობის საჭდეზე მიუთითებენ იმ სხ-ს ნომერს, საიდანაც ის არის მოხსნილი, დაკონსერვებისა და ხელახალი დაკონსერვების თარიღებს.
8. შენახვის შემდეგ სხ-ის საფრენად მომზადებისას, მას უტარდება საექსპლუატაციო საბუთებით გათვალისწინებული სამუშაოები.
9. შესანახად მომზადებისას, შენახვისა და საფრენად მომზადებისას ჩატარებულ სამუშაოებზე კეთდება შესაბამისი ჩანაწერები სხ-ისა და ნაკეთობის ფორმულარებში (პასპორტებში).
10. ავიასაწარმოში სტ-ის დაკონსერვებაზე, დაკონსერვების ვადებსა და ხარისხზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირებს ადგენს ავიასაწარმო,ამ სპეციალისტებს ევალებათ სტ-ის დაკონსერვებისა და შენახვის ხარისხის, დაკონსერვებისა და ხელახალი დაკონსერვების ვადების დაცვის, შენახვისას სხ-ზე (ნაკეთობებზე) შესრულებულ სამუშაოებზე ფორმულარში (პასპორტში) ჩანაწერების შეტანის სისტემატური კონტროლის მოგვარება.
თავი X
საავიაციო სამუშაოებზე გამოყენებული, აგრეთვე სხვა ავიასაწარმოსა და უწყების საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურებებ
ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 19.09.2011
მუხლი 31. შენახვისას მომსახურება
თავი IX — ტექნიკური მომსახურების განსაკუთრებული სახეობები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 25. საჰაერო ხომალდის ძრავის შეცვლა
- მუხლი 26. საჰაერო ხომალდზე შრომატევად სამონტაჟო-დემონტაჟისა და განსაკუთრებული სახის სამუშაოების შესრულება
- მუხლი 27. მიმდინარე რემონტი
- მუხლი 28. სეზონური ტექნიკური მომსახურება
- მუხლი 29. სპეციალური ტექნიკური მომსახურება
- მუხლი 30. ექსტრემალურ მეტეოროლოგიურ პირობებში საჰაერო ხომალდის მომსახურება. ქმედებები სტიქიური უბედურების დროს
- მუხლი 32. საავიაციო ტექნიკის მომსახურება დროებით აეროდრომებზე
- მუხლი 33. ჰიდროთვითმფრინავისა და შვეულმფრენის მომსახურება
- მუხლი 34. სხვა ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის მომსახურება
- მუხლი 36. იჯარით (ლიზინგით) აღებული საავიაციო ტექნიკის მომსახურება
- მუხლი 37. ძირითადი დებულებები
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 31, №116, 19.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 300160070.54.066.016015 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1476579/muxli-31/