1. შტორმული გაფრთხილების შეტყობინების, გამოძახების მიღებისა და სტ-ის შენარჩუნების უზრუნველსაყოფი ქმედებების დადგენილი წესის შესაბამისად, ავიასაწარმოში უნდა შემუშავდეს სტიქიური უბედურებისას პირადი შემადგენლობის მოქმედების ინსტრუქცია.
2. შტორმული გაფრთხილების ან სხვა საშიშროებაზე შეტყობინების მიღებისას, მისი მიმღები თანამდებობის პირი დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამისი ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს, რომლებიც, თავის მხრივ, ვალდებულნი არიან მოაგვარონ დაქვემდებარებული პერსონალის მოქმედება, აღნიშნული ინსტრუქციის მოთხოვნების მიხედვით.
3. ისეთ ექსტრემალურ პირობებში (შტორმული ქარი (ქარიშხალი), მტვრიანი (ქვიშიანი) გრიგალი, ქარბუქი, ჭექა-ქუხილი, თავსხმა წვიმა, სეტყვა, ჰაერის განსაკუთრებით დაბალი (მაღალი) ტემპერატურა და ა.შ.), რომელიც სხ-ზე მომუშავე ტექნიკური პერსონალის უსაფრთხოებას ემუქრება, ტმ-ის უშუალო ხელმძღვანელი დროებით აჩერებს სამუშაოებს და იღებს პერსონალის უსაფრთხოების, სტ-ისა და სახმელეთო აღჭურვილობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფ ზომებს. ისეთ პირობებში, როცა მუშაობა შესაძლებელია, ტმ-ის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს მომუშავეების უსაფრთხოებას, სამუშაოების შესრულების ხარისხს და სტ-ის შენარჩუნებას.
4. ექსტრემალურ პირობებში სხ-ის მომსახურებისას, შემსრულებლები ვალდებულნი არიან:
ა) მიიღონ სისტემებისა და მოხსნილი ნაკეთობების ღიად დარჩენილ ადგილებში, ჰაერის სტატიკური და სრული წნევის მიმღებში, საწვავის ავზებსა და ტევადობებში, კაბინაში, ნაკვეთურებში და სხვა ადგილებში, სადაც ეს დაუშვებელია, წყლის, თოვლისა და მტვრის მოხვედრის თავიდან ასაცილებელი ზომები;
ბ) მიიღონ საექსპლუატაციო საბუთებით გათვალისწინებული ზომები, ბორბლების ქვეშ შეუდგან ხუნდები, დააოკონ სხ-ის სამართი ორგანოები, რათა სხ ძლიერმა ქარმა არ დააზიანოს;
გ) სწორად განათავსონ, საჭიროებისას კი დაამაგრონ სხ-სთან ახლო მდებარე სმს, სტ-ის მდგომარეობის შემმოწმებელი სახმელეთო საშუალებები და მოწყობილობები, ნაკვეთურების ლიუკების ხუფები, სხ-ის გარე მოძრავი ელემენტები, აგრეთვე მიიღონ სხვა აუცილებელი ზომები სხ-ის დაზიანებისაგან დასაცავად;
დ) საექსპლუატაციო საბუთებით მითითებულ შეზღუდვებზე მეტი ქარის სიჩქარისას სხ არ დატოვონ ამწეებზე (ჯალამბარზე) და/ან არ ასწიონ;
ე) აეროდრომის რაიონში ჭექა-ქუხილის დროს საჭიროა სხ-ის საწვავით გაწყობის შეჩერება. ტმ-ზე პასუხისმგებელი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ სხ და მასთან მიერთებული საერთო მოხმარების სმს დამიწებულია.
5. ჰაერის დაბალი ან მაღალი ტემპერატურის დროს, სხ-ის ტექნიკური მომსახურება ტარდება საექსპლუატაციო საბუთებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და შეზღუდვების დაცვით
ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 19.09.2011
მუხლი 30. ექსტრემალურ მეტეოროლოგიურ პირობებში საჰაერო ხომალდის მომსახურება. ქმედებები სტიქიური უბედურების დროს
თავი IX — ტექნიკური მომსახურების განსაკუთრებული სახეობები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 24. მომსახურების მოგვარება
- მუხლი 25. საჰაერო ხომალდის ძრავის შეცვლა
- მუხლი 26. საჰაერო ხომალდზე შრომატევად სამონტაჟო-დემონტაჟისა და განსაკუთრებული სახის სამუშაოების შესრულება
- მუხლი 27. მიმდინარე რემონტი
- მუხლი 28. სეზონური ტექნიკური მომსახურება
- მუხლი 29. სპეციალური ტექნიკური მომსახურება
- მუხლი 31. შენახვისას მომსახურება
- მუხლი 32. საავიაციო ტექნიკის მომსახურება დროებით აეროდრომებზე
- მუხლი 33. ჰიდროთვითმფრინავისა და შვეულმფრენის მომსახურება
- მუხლი 34. სხვა ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის მომსახურება
- მუხლი 36. იჯარით (ლიზინგით) აღებული საავიაციო ტექნიკის მომსახურება
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 30, №116, 19.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 300160070.54.066.016015 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1476579/muxli-30/