1. ჰიდროთვითმფრინავი, თვითმფრინავი-ამფიბია, შვეულმფრენი (შემდგომში – „ჰიდროთვითმფრინავი”) ინახება და ემსახურებიან ნაპირზე ან წყალზე, საგემბანო შვეულმფრენს კი – ნაპირზე ან საზღვაო ხომალდზე.
2. ჰიდროთვითმფრინავის ნაპირზე სადგომი უნდა შეესაბამებოდეს ხმელეთზე ბაზირებული სხ-ის სადგომისადმი წაყენებულ მოთხოვნებს. წყალზე სადგომი ეწყობა ნავსადგურში – საღუზე ადგილთან (ჯვარედინთან) და წყალზე მოტივტივე მისადგომთან, აგრეთვე – ნაპირის სიახლოვეს – მისაბმელთან (მისადგომთან) ან პირსთან. წყალზე სადგომს უნდა ჰქონდეს სხ-ის მისაბმელი მოწყობილობა, უზრუნველყოს სსმ-ით მოხერხებული გაწყობა, სხ-სთან თავისუფალი მისასვლელები, მომსახურების საშუალებებისა და ხელსაწყო-იარაღის განთავსება. სადგომი უნდა აღიჭურვოს სხ-ის წყალზე მომსახურებული და ხანძარსაწინაღო საშუალებებით, უზრუნველყოფილ იქნეს კავშირითა და განათებით.
3. წყალზე მდგარი სხ უნდა მიებას ღუზა-სადგომზე. ღუზა-სადგომზე (მისაბმელთან, პირსთან) მიბმის წესები და საშუალებები, შტორმული ქარისა და ძლიერი ღელვისას მიბმის (დამაგრების) თავისებურებები განისაზღვრება სხ-ის საექსპლუატაციო საბუთებით.
4. ჰიდროთვითმფრინავზე სამუშაოდ დაშვებულმა ტექნიკურმა სპეციალისტმა უნდა იცოდეს წყალზე მისი ტმ-ის თავისებურებები, მათ შორის – სხ-ის ნაპირზე ამოტანა (წყალზე დაშვება), ბუქსირება, დახვედრა და სადგომზე შეყვანა; ტექნიკური მომსახურების, სსმ გაწყობისა და სხვა სამუშაოებისთვის განკუთვნილი ხელსაწყო-იარაღის, სამარჯვებისა და საშუალებების გამოყენება.
5. ტმ-ზე პასუხისმგებელი სპეციალისტები ვალდებულნი არიან, დახვდნენ წყალზე მომავალ ჰიდროთვითმფრინავს, შეიყვანონ ის მისადგომის ჭრილში, მიიყვანონ პირსთან და მიაბან. ჰიდროთვითმფრინავი ნებისმიერი მისაბმელის ჭრილში შეჰყავთ ამ ტიპის სხ-ისათვის საექსპლუატაციო საბუთებით დადგენილი ქარის მიმართულებისა და ძალის, ტალღის სიმაღლის შეზღუდვების დაცვით. თუ ქარის ძალა და ტალღის სიმაღლე დასაშვებზე მეტია, ჰიდროთვითმფრინავს აბამენ ღუზა-სადგომზე დაცვით.
6. ჰიდროთვითმფრინავი აკვატორიაზე გადაადგილდება საკუთარი სვლით ან ბუქსირით შემდეგი პირობების დაცვით:
ა) სხ-ის საკუთარი სვლით გადაადგილების უფლება აქვს მხოლოდ მის პილოტს;
ბ) სხ ბუქსირზე აიყვანება ამისათვის მოწყობილი მცურავი საშუალებებით (ბუქსირი, კატარღა, ნიჩბიანი ნავი). ბუქსირებისას სხ-ს მართავს პილოტი ან სხვა ამისათვის მომზადებული სპეციალისტი, საბუქსირე მცურავ საშუალებას კი – მისი ეკიპაჟი;
გ) მცურავი საშუალების (ბუქსირის) ეკიპაჟი გადის სპეციალურ მომზადებას, სხ-ის ბუქსირებაზე ის დაიშვება ავიასაწარმოს ხელმძღვანელის ბრძანებით;
დ) სხ-ის ბუქსირებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბუქსირის ეკიპაჟის ხელმძღვანელს.
7. ჰიდროთვითმფრინავის ბუქსირებაზე დაკავებულმა სპეციალისტმა უნდა იცოდეს და შეასრულოს შემდეგი ძირითადი წესები:
ა) ღუზაზე მდგარ სხ-სთან მივიდეს პირქარით (ქარის საწინააღმდეგოდ – თვითმფრინავის ბოლოდან), მოდრეიფესთან კი – ზურგქარით;
ბ) სხ-სთან მივიდეს, მის სიახლოვეს გადაადგილდეს დაბალი სიჩქარით, ქარის სიჩქარისა და მიმართულების, წყლის ზედაპირის მდგომარეობისა და დინების მიმართულების გათვალისწინებით;
გ) არ დაუშვას ბუქსირის შესვლა ფრთის ან ფუზელაჟის ქვეშ, ბუქსირის მუშა ძრავის დროს წევის ხრახნის ლილვის გამოურთველად სხ არ მიადგეს “ბორტი-ბორტზე”;
დ) საბუქსიროდ გამოიყენოს მხოლოდ ამისათვის განკუთვნილი გვარლები და სხ-ის კვანძები;
ე) ბუქსირება შეასრულოს სხ-ის სეს-ით დადგენილი სიჩქარით, ქარის დასაშვები სიჩქარისა და ტალღის სიმაღლის დროს;
ვ) ბუქსირებისას მიიღოს ზომები, რათა სხ არ შეეხოს წყალზედა დაბრკოლებებს, შემოუაროს თავთხელებსა და წყალქვეშა დაბრკოლებებს.
8. აეროდრომის აკვატორიაში უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად.
ა) მისაბმელებს (ღუზა-სადგომებს) განათავსებენ ჰიდროამწეს მოშორებით, ისეთ სიღრმეზე, სადაც სხ-ის წყალქვეშა ნაწილს დაზიანება არ ემუქრება;
ბ) მისაბმელებს (ღუზა-სადგომებს) ერთმანეთისგან განათავსებენ სააეროდრომო სამსახურის საქმიანობის მომაწესრიგებელი წესების გათვალისწინებულ მანძილზე;
გ) ჰიდროაეროდრომის აკვატორიაში და ნავსადგურში, სხ-ების დაზიანების თავიდან ასაცილებლად, აყენებენ შეღებილ მცურავ ნიშნებს (ბაკენი, ტივტივა, საყე), ღამის საათებში მათზე ანათებენ ფერად ნათურებს;
დ) მდინარის (ტბის) ფარვატერის სიახლოვეს განთავსებულ ჰიდროაეროდრომის ნავსადგურში მდგარ სხ-ებს აღნიშნავენ შემდეგნაირად: დღის საათებში სხ-ზე ჰკიდებენ ნიშანს – შავი ფერის ორი გადაჯვარედინებული წრე; ღამის საათებში ანთებენ სხ-ის საღუზე ნათურას.
9. მიბმისას და შენახვისას სხ-ის დაზიანების თავიდან ასაცილებლად, მისადგომის ჭრილი, კასრები და ჯვარედები რბილი მასალით უნდა იყოს შემოწყობილი და ბრეზენტით შემოკერილი, ან – რეზინით (საბურავებით) შემოწყობილი.
10. სხ-ის წყალზე ხანგრძლივად დგომისას, ყოველდღიურად ამოწმებენ მისი მიბმის საიმედობას, ტივტივების (ნავის) დაძირვას (წყლის დონესთან შედარებით ვატერხაზის მდგომარეობას). საჭიროებისას, ამოწმებენ ტივტივებში (ნავში) წყლის გაჟონვას და ნაწილებზე აღმოფხვრიან კოროზიას, აგრეთვე ასრულებენ სხ-ის გამართულობის შესანარჩუნებელ სხვა სამუშაოებს.
11. ჰიდროთვითმფრინავის დატვირთული შენახვა როგორც წყალზე, ასევე ხმელეთზე, აკრძალულია:
ჰიდროთვითმფრინავის ხმელეთზე ამოტანა და წყალზე დაშვება:
ა) ჰიედროამწემ უნდა უზრუნველყოს სრულ ასაფრენმასიანი ჰიდროთვითმფრინავის ნაპირზე ატანა და წყალზე დაშვება უნდა განხორციელდეს შემდეგი პირობების დაცვით:
ბ) საწევარის მძღოლი უნდა იყოს ამ სამუშაოსათვის მომზადებული და ავიასაწარმოს ხელმძღვანელის ბრძანებით დაშვებული საწევარი კი – საჭირო საშუალებით აღჭურვილი;
გ) სხ-ის ხმელეთზე ამოტანის (ან წყალში ჩაშვების) წინ, ამ სამუშაოზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირი ამოწმებს:
გ.ა) ამ ტიპის სხ-ის ხმელეთზე ამოსატანად (ან წყალში ჩასაშვებად) გამოყენებული მოწყობილობის, საბუქსირე და ასაწევ-დასაწევი გვარლების, ხუნდების, ჯალამბარების, საწევარის, ჭიმების გამართულობასა და ვარგისობას;
გ.ბ) სხ-ის მისაღებად აკვატორიის ან მოედნის მზადყოფნას;
დ) სხ-ის ხმელეთზე ამოტანის სიჩქარე, პირქარის და ზურგქარის, აგრეთვე გვერდითი ქარის სიჩქარე განისაზღვრება სხ-ის საექსპლუატაციო საბუთებით;
ე) “ამფიბიის” ტიპის თვითმფრინავის ნაპირზე ატანა დასაშვებია მისი მუშა ძრავის მეშვეობით.
12. სხ-ის ხმელეთზე ატანის (წყლიდან აფრენილის ხმელეთზე დაფრენის) მერე ყურადღებით მოწმდება ტივტივებში (ნავში), ფრთაში, სხვა შესაძლო დაგროვების ადგილებში წყლის უქონლობა.
13. საზღვაო ხომალდზე საგემბანო შვეულმფრენის მომსახურებისას იყენებენ საფრენ გემბანს ან საგანგებო სადგომს, რომელსაც აღჭურვავენ ხომალდზე შვეულმფრენის გადაადგილების გამომრიცხავი მისაბმელი მოწყობილობითა და საგემბანო მომსახურების საშუალებებით.
14. საზღვაო ხომალდზე უნდა იყოს საკმაო რაოდენობის სსმ-ის, სპეცსითხეების, აირების, სახარჯი მასალების, სათადარიგო ნაწილების მარაგი, აგრეთვე – სხ-ის სსმ-ით გაწყობისა და ტექნიკური მომსახურების საშუალებები. განსაკუთრებული მოხმარების სმს-ის კომპლექტში უნდა იყოს, საზღვაო ხომალდზე სხ-ის შენახვისას, საამორტიზაციო ბიგების შეკუმშვის გამომრიცხავი სამარჯვი მოწყობილობა. შვეულმფრენის დგომისას, ლაპოტებს აბამენ, ქნევითი მოძრაობების გამოსარიცხად, ან სხნიან (კეცავენ).
15. საზღვაო ხომალდზე მუდმივად მყოფი შვეულმფრენი მუშავდება მტკნარი წყლით ან განსაკუთრებული სითხით, საექსპლუატაციო საბუთებით დადგენილ ვადებში; ასევე მუშავდება ზღვის თავზე მცირე სიმაღლეზე ფრენის შემდეგ. ასეთი დამუშავებისათვის გემბანი აღჭურვილი უნდა იყოს სარეცხი სისტემით.
16. საჰაერო ხომალდის ოპერატიული და პერიოდული ტექნიკური მომსახურება უნდა ჩატარდეს შემდეგი პირობების დაცვით:
ა) ოპერატიულ ტმ-ს, სხ-ის ხმელეთზე ამოტანისა და წყალზე დაშვების ჩათვლით, ასრულებენ ამ მომსახურებაზე სათანადოდ დაშვებული სპეციალისტები;
ბ) ჰიდროთვითმფრინავისა და საგემბანო შვეულმფრენის პერიოდული ტმ სასურველია ჩატარდეს ხმელეთზე.
17. სხ-ის ტმ-ის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს:
ა) კოროზიული დაზიანების გამოვლენასა და აღმოფხვრას;
ბ) სხ-ის კოროზირებული ნაწილების ანტიკოროზიულ დამუშავებას;
გ) სხ-ის წყალქვეშა ნაწილის ტექნიკური მდგომარეობის, ხახებისა და ლიუკების შემოწმებას.
18. ჰიდროთვითმფრინავის ტმ-ის დროს ხმელეთზე ძრავების ამუშავებასა და მოსინჯვას ატარებენ პილოტები ან ამ სამუშაოზე დაშვებული სხვა ავიასპეციალისტები. ძრავებს უშვებენ სამუშაოების ხელმძღვანელის ნებართვით (ხმელეთზეც და წყალზეც).
19. ძრავების წყალზე ამუშავების უფლება აქვს მხოლოდ სხ-ის პილოტს. ასამუშავებლად მომზადებას ატარებენ მისადგომზე (პირსზე), ამუშავებასა და მოსინჯვას ჰიდროაეროდრომის აკვატორიის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე ჰიდროთვითმფრინავის ბუქსირების შემდეგ.
20. ძრავების ხმელეთზე და/ან წყალზე ამუშავებისას ხელმძღვანელობენ სტ-ის საექსპლუატაციო საბუთების მოთხოვნებით
ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 19.09.2011
მუხლი 33. ჰიდროთვითმფრინავისა და შვეულმფრენის მომსახურება
თავი X — საავიაციო სამუშაოებზე გამოყენებული, აგრეთვე სხვა ავიასაწარმოსა და უწყების საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 27. მიმდინარე რემონტი
- მუხლი 28. სეზონური ტექნიკური მომსახურება
- მუხლი 29. სპეციალური ტექნიკური მომსახურება
- მუხლი 30. ექსტრემალურ მეტეოროლოგიურ პირობებში საჰაერო ხომალდის მომსახურება. ქმედებები სტიქიური უბედურების დროს
- მუხლი 31. შენახვისას მომსახურება
- მუხლი 32. საავიაციო ტექნიკის მომსახურება დროებით აეროდრომებზე
- მუხლი 34. სხვა ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის მომსახურება
- მუხლი 36. იჯარით (ლიზინგით) აღებული საავიაციო ტექნიკის მომსახურება
- მუხლი 37. ძირითადი დებულებები
- მუხლი 38. მეთვალყურეობის მოგვარება
- მუხლი 39. მეთვალყურეობა საჰაერო ხომალდის გამოყენებისას და მომსახურებისას
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 33, №116, 19.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 300160070.54.066.016015 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1476579/muxli-33/