ამუშავებული ძრავის/ების და/ან საჰაერო ხრახნ(ებ)ის ბრუნვის განმავლობაში საწვავით გამართვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად დაცულია ყველა შემდეგი პირობა:

ა) თუ მიზანშეწონილი არ არის ძრავის გამორთვა ან განმეორებით ამუშავება;

ბ) საწვავით გამართვა ხორციელდება AFM-ში განსაზღვრული ნებისმიერი სპეციალური პროცედურ(ებ)ის და შეზღუდვ(ებ)ის შესაბამისად;

გ) საწვავით გამართვა ხორციელდება JET A ან JET A-1 ტიპის საწვავით;

დ) სხ-ის ბორტზე არ იმყოფებიან მგზავრები და არ ხორციელდება მათი ჩასხდომა ან სხ-ის ბორტიდან გამოსვლა;

ე) იმ შემთხვევაში, თუ აეროდრომის ან საფრენი მოედნის ექსპლუატანტი იძლევა ასეთი მოქმედებების ნებართვას;

ვ) შესაბამისი სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო (RFF) საშუალებების ან აღჭურვილობის არსებობის პირობებში; და

ზ) საწვავით გამართვა ხორციელდება საკონტროლო ბარათის შესაბამისად, რომელიც უნდა მოიცავდეს:

ზ.ა) სტანდარტულ და საგანგებო (გაუთვალისწინებელი) მდგომარეობაში მოქმედების პროცედურებს;

ზ.ბ) საჭირო აღჭურვილობას;

ზ.გ) ნებისმიერ შეზღუდვას; და

ზ.დ) სხ-ის მეთაურის და, თუ შესაბამისია, ეკიპაჟის წევრების პასუხისმგებლობებს და მოვალეობებ