1. სხ არ უნდა იქნეს საავიაციო ბენზინით (AVGAS) ან ფართო-ფრაქციული ტიპის საწვავით ან აღნიშნული ტიპის საწვავთა ნარევით გამართული, როდესაც მგზავრები სხდებიან, იმყოფებიან ან გამოდიან სხ-ის ბორტიდან.

2. ყველა სხვა ტიპის საწვავის/ენერგიის შემთხვევაში, სხ არ უნდა იქნეს საწვავით გამართული, თუ მგზავრები სხდებიან, იმყოფებიან ან ჩამოდიან სხ-ის ბორტიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საწვავით გამართვა განხორციელდება სხ-ის მეთაურის ან სხვა კვალიფიციური პერსონალის თანდასწრებით, რომელიც მზადაა დაიწყოს და წარმართოს სხ-ის ევაკუაცია ყველაზე პრაქტიკული და სწრაფი ხელმისაწვდომი გზი