აეროდრომი არ უნდა იქნეს განსაზღვრული, როგორც დანიშნულების პუნქტის სათადარიგო აეროდრომი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მიმდინარე ხელმისაწვდომი მეტეოროლოგიური ინფორმაცია, მიფრენის მოსალოდნელ დრომდე ერთი საათით ადრე და ერთი საათით გვიანი დროის პერიოდისათვის ან გაფრენის ფაქტობრივი დროიდან მიფრენის მოსალოდნელ დრომდე 1 საათით გვიანი (შემდგომი) დროის პერიოდისათვის, რომელი პერიოდიც უფრო ნაკლებია, მიუთითებს, რომ:

ა) სათადარიგო აეროდრომისთვის, რომელზეც გამოიყენება დასაფრენად სახელსაწყო შესვლის პროცედურა (IAP)ა:

ა.ა) ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე არის დასაფრენად სახელსაწყო შესვლის პროცედურასთან (IAP) დაკავშირებულ DH-ის ან MDH-ის მნიშვნელობაზე, სულ მცირე, 200 ფტ-ით მეტი; და

ა.ბ) ხილვადობა დღისით, სულ მცირე, 1500 მ, ხოლო ღამით – 3000 მ; ან

ბ) სათადარიგო აეროდრომისთვის, რომელზეც არ გამოიყენება დასაფრენად სახელსაწყო შესვლის პროცედურა (IAP):

ბ.ა) ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე, სულ მცირე, 2000 ფუტზე მეტი და მინიმალურ უსაფრთხო IFR ფარდობით სიმაღლეზე მეტი; და

ბ.ბ) ხილვადობა დღისით, სულ მცირე, 1500 მ, ხოლო ღამით – 3000