სახელსაწყო ფრენების წესებით (IFR) განხორციელებული ფრენებისათვის, სხ–ის მეთაურმა ფრენის გეგმაში უნდა განსაზღვროს დანიშნულების პუნქტის, სულ მცირე, ერთი სათადარიგო აეროდრომი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მიმდინარე ხელმისაწვდომი მეტეოროლოგიური ინფორმაცია დანიშნულების პუნქტის აეროდრომისათვის, მიფრენის მოსალოდნელ დრომდე ერთი საათით ადრე და ერთი საათით გვიანი დროის პერიოდისათვის ან გაფრენის ფაქტობრივი დროიდან მიფრენის მოსალოდნელ დრომდე 1 საათით გვიანი (შემდგომი) დროის პერიოდისათვის, რომელი პერიოდიც უფრო ნაკლებია, მიუთითებს, რომ დასაფრენად სახელსაწყო შესვლის ხელმისაწვდომი პროცედურისათვის (IAP) ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე იქნება, სულ მცირე, DH/MDH-ზე 1000 ფტ-ით მეტი და ხილვადობა, სულ მცირე, 5000