1. ფრენის დაწყებამდე, სხ-ის მეთაურმა ყოველი გონივრული და ხელსაყრელი გზით უნდა დაადგინოს, რომ თანამგზავრული, სახმელეთო და/ან წყლის ზედაპირზე არსებული საშუალებები, კავშირის საშუალებებისა და დამხმარე სანაოსნო საშუალებების ჩათვლით, რომლებიც უშუალოდ საჭიროა სხ-ის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის, შეესაბამება დაგეგმილი კონკრეტული ტიპის ექსპლუატაციას.
2. ფრენის დაწყებამდე სხ-ის მეთაური უნდა გაეცნოს ყველა ხელმისაწვდომ მეტეოროლოგიურ ინფორმაციას, რომელიც შესაფერისია დაგეგმილი ფრენისათვის. თითოეული ფრენისთვის, რომლის მომზადება ხორციელდება გაფრენის ადგილიდან მოშორებით და/ან ფრენისთვის, რომელიც სრულდება სახელსაწყო ფრენის წესების (IFR) შესაბამისად, მომზადება უნდა მოიცავდეს:
ა) მიმდინარე ხელმისაწვდომი მეტეოროლოგიური შეტყობინებების და პროგნოზების შესწავლას; და
ბ) მოქმედების სათადარიგო ფრენის ტრაექტორიის დაგეგმვას, იმის გათვალისწინებით, რომ ფრენა მეტეოროლოგიური პირობების გამო შესაძლოა ვერ დასრულდეს დაგეგმილის შესაბამისა