1.
ფრენის გეგმის შედგენისას გაითვალისწინება შემდეგი:
ა) ფრენის გეგმა, მიუხედავად მისი წარდგენის მიზნისა, უნდა შეიცავდეს მთლიანი მარშრუტის ან მისი ნაწილის შესახებ ინფორმაციას „სათადარიგო აეროდრომამდე“ პუნქტის ჩათვლით.
ბ) ფრენის გეგმა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ყველა სხვა პუნქტის მიხედვით, თუ ამას აწესებს სმმ-ის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო, ან თუ აუცილებლად მიაჩნია ფრენის გეგმის წარმდგენს.
გ) საერთაშორისო ფრენის შესასრულებლად წარდგენილი ფრენის გეგმა უნდა შეიცავდეს ფრენის სრულ ინფორმაციას დანიშნულების აეროდრომამდე და ფრენის თარიღს.
2.
ექსპლუატანტი და საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანო იცავს:
ა) ფრენის გეგმის და ფრენის განმეორებადი გეგმის ფორმის შევსების ინსტრუქციას, და
ბ) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილ და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში გამოქვეყნებულ ნებისმიერ შეზღუდვას.
3.
გაფრენის წინ ექსპლუატანტი უზრუნველყოფს:
ა) საჰაერო ხომალდს გააჩნდეს RNP-ს შესაბამისი დაშვება და დაცული უნდა იყოს აღნიშნული ნებართვის ყველა პირობა, იმ შემთხვევაში, როდესაც იგეგმება ფრენის შესრულება იმ მარშრუტზე ან რაიონში, სადაც დაწესებულია განსაზღვრული ტიპის მოთხოვნილი სანავიგაციო მახასიათებლები (RNP) ;
ბ) საჰაერო ხომალდს გააჩნდეს RVSM-ის შესაბამისი დაშვება იმ შემთხვევაში, როდესაც იგეგმება ფრენა საჰაერო სივრცეში ვერტიკალური ეშელონირების შემცირებული მინიმუმით (RVSM);
გ) საჰაერო ხომალდს გააჩნდეს RCP-ს შესაბამისი დაშვება და შესრულდეს ამ ნებართვის ყველა პირობაიმ შემთხვევაში, როდესაც იგეგმება ფრენა იმ საჰაერო სივრცეში, სადაც დაწესებულია განსაზღვრული ტიპის RCP (კავშირგაბმულობის მოთხოვნილი მახასიათებლები