1.
საქართველოს საჰაერო სივრცეში  ფრენისას, ფრენის გეგმა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) სხ-ის ამოსაცნობი ინდექსი;

ბ) ფრენის წესი და ტიპი;

გ) სხ-ის რაოდენობა  და ტიპ(ებ)ი, აგრეთვე კვალზე ტურბულენტურობის კატეგორია;

დ) აღჭურვილობა;

ე) გამოფრენის აეროდრომი;

ვ) ხუნდების აღების გაანგარიშებული დრო;

ზ) საკრეისერო სიჩქარე(ები);

თ) საკრეისერო ეშელონ(ებ)ი;

ი) ფრენის მარშრუტი;

კ) დანიშნულების აეროდრომი და საერთო გაანგარიშებული ამოწურული დრო;

ლ) სათადარიგო აეროდრომ(ებ)ი;

მ) საწვავის მარაგი;

ნ) სხ-ზე ადამიანების საერთო რაოდენობა;

ო) საავარიო და სამაშველო აღჭურვილობა;

პ) სხვა ინფორმაცია საჭიროებისამებრ.

2.
სხვა ქვეყნის საჰაერო სივრცეში ფრენისას,თუ შესაბამისი ქვეყნის
სმმ-ის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ სხვა რამ არ არის განსაზღვრული, საქართველოში რეგისტრირებული სხ-ის ექსპლუატანტის მიერ წარდგენილი ფრენის გეგმა
უნდა შეიცავდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ინფორმაციას