აეროდრომზე ან აეროდრომის რაიონში მოძრავი სხ, მიუხედავად იმისა, იგი იმყოფება თუ არა  სააეროდრომო მოძრაობის არეში:

ა) აკვირდება სხვა სააეროდრომო მოძრაობას შეჯახების თავიდან აცილების მიზნით;

ბ) სარგებლობს სხვა სხ-ების მოძრაობის სქემით ან თავს არიდებს მას;

გ) აფრენისა და დაფრენის შემთხვევაში ასრულებს ყველა ბრუნს მარცხვნივ, თუ არ არის სმმ-ის შესაბამისი ორგანოს სხვა მითითებები;

დ) ახორციელებს აფრენას და დაფრენას ქარის საწინააღმდეგოდ, თუ უსაფრთხოების პირობები, ადზ-ის მდებარეობა ან საჰაერო მოძრაობის პირობები არ მიუთითებს სხვა მიმართულების არჩევას მიზანშეწონილობაზ