1.
ამ მუხლის მე-5 პუნქტით ჩამოთვლილი შემთხვევების გარდა, მზის ჩასვლასა და ამოსვლას შორის შუალედში, ყველა სხ-ზე, რომელიც ახორციელებს ფრენას, უნდა ჩაირთოს შემდეგი ნათურები:

ა) სხ-ის ყურადღების მისაპყრობად განკუთვნილი შეჯახების ასაცილებელი ნათურები (ციმციმა);

ბ) დამკვირვებლისათვის განკუთვნილი ფრენის ტრაექტორიის მისათითებელი სააერნაოსნო ნათურები. სხვა ნათურები არ უნდა იყოს ჩართული, თუ ისინი შეცდომით შეიძლება მიჩნეულ იქნეს აღნიშნულ ნათურებად.

შენიშვნა: სხ-ს უკეთ შემჩნევის მიზნით, შეჯახების ასაცილებელ ნათურებთან ერთად შეიძლება ჩაირთოს სხვა მიზნებისთვის განკუთვნილი ნათურებიც, მაგ.: დასაფრენი ფარები და პლანერის მიმართულებით  გამნათებელი ნათურები, როგორც ეს განსაზღვრულია საფრენად ვარგისობის ტექნიკური სახელმძღვანელოს (Doc. 9760).

2.
ამ მუხლის მე-5 პუნქტით ჩამოთვლილი შემთხვევების გარდა, მზის ჩასვლასა და ამოსვლას შორის შუალედში ან შესაბამისი უფლებამოსილო ორგანოს მიერ დადგენილ ნებისმიერ სხვა პერიოდში აეროდრომის სამიმოსვლო არეში მოძრავ ყველა სხ-ზე:

ა) უნდა ჩაირთოს  დამკვირვებლისათვის განკუთვნილი ფრენის ტრაექტორიის მისათითებელი სააერნაოსნო ნათურები და არ უნდა იყოს ჩართული სხვა ნათურები, თუ ისინი შეცდომით შეიძლება მიჩნეულ იქნეს აღნიშნულ ნათურებად;

ბ) სტაციონარული ან სხვა რომელიმე შესაბამისი განათების გარდა,  უნდა ჩაირთოს სხ-ის კონსტრუქციის ზომების მანიშნებელი ნათურები;

გ) უნდა ჩაირთოს სხ-სკენ ყურადღების მისაპყრობი ნათურები;

დ) რომლის ძრავებიც მუშა მდგომარეობაშია, უნდა ჩაირთოს ძრავების მუშაობის მანიშნებელი ნათურები.

შენიშვნა: ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული სააერნაოსნო ნათურები, თუ  სათანადოდ არის განლაგებული სხ-ზე, შეიძლება ასევე აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, სხ-ზე დაყენებული შეჯახების ასაცილებელი წითელი ნათურები შეიძლება ასევე აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს იმ პირობით, რომ დამკვირვებელს თვალს არ მოსჭრის.

3.
ამ  მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ჰაერში მყოფ და, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად შეჯახების ასაცილებელი ნათურებით აღჭურვილ სხ-ზე, ეს ნათურები ჩაირთვება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პერიოდის ფარგლებს გარეთაც.

4.
ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, ნათურები უნდა ჩაირთოს  ნებისმიერ დროს მიუხედავად ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პერიოდისა ყველა იმ სხ-ზე, რომელიც:

ა) ექსპლუატირდება აეროდრომის სამიმოსვლო არეში და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, აღჭურვილია შეჯახების ასაცილებელი ნათურებით; ან

ბ) იმყოფება აეროდრომის სამიმოსვლო არეში და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად აღჭურვილია ნათურებით.

5.
ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით ეკიპაჟს უფლება ეძლევა გამორთოს ან შეამციროს დაყენებული ნებისმიერი იმ ციმციმას ნათების სიმძლავრე, თუ იგი:

ა) უარყოფითად მოქმედებს ეკიპაჟზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე;

ბ) იწვევს გარე დამკვირვებლის თვალის  მოჭრას.

შენიშვნა 1: ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, თვითმფრინავებისათვის დაწესებული ნათურების მახასიათებლები განსაზღვრულია ჩიკაგოს კონვენციის მე-8 დანართით. თვითმფრინავის სააერნაოსნო ნათურების ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბერის №203 ბრძანებით. თვითმფრინავის ნათურების დაწვრილებითი ტექნიკური მოთხოვნები მოცემულია საფრენად ვარგისობის ტექნიკური სახელმძღვანელოს (Doc. 9760).

შენიშვნა 2: ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტების მიხედვით, სხ ექსპლუატირებად ითვლება, როცა სხ ასრულებს მიმოსვლას, ან ხდება მისი ბუქსირება, ან როცა იგი დროებით ჩერდება მიმოსვლის ან ბუქსირების მიზნით.

შენიშვნა  3: წყალზე სხ-ის ექსპლუატირების საბორტო ნათურების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ წესების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტშ