1.
საქართველოს საჰაერო სივრცეში სფწ ფრენისთვის ფრენის გეგმა წარედგინება ხუნდების აღების გაანგარიშებულ დრომდე სულ მცირე 180 წუთით ადრე ან ფრენისას ისეთ დროს, რომ სმმ-ის შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანომ შეტყობინება მიიღოს სულ მცირე 10 წთ-ით ადრე სხ - ის:

ა) სამეთვალყურეო ან საკონსულტაციო რაიონის საზღვრის სავარაუდო გადაკვეთამდე; ან

ბ) საჰაერო ტრასის ან საკონსულტაციო მარშრუტის გადაკვეთამდე.

2.
საქართველოს საჰაერო სივრცეში ვფწ ფრენისთვის ფრენის გეგმა, წარედგინება ხუნდების აღების გაანგარიშებულ დრომდე სულ მცირე 30 წუთით ადრე.
3.
საქართველოში რეგისტრირებული სხ-ის მიერ სხვა ქვეყნის საჰაერო სივრცეში ფრენისას, ფრენის გეგმა წარედგინება ხუნდების აღების გაანგარიშებულ დრომდე სულ მცირე 60 წუთით ადრე ან შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ განსაზღვრულ დროს.
4.
ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტში მითითებულ ფრენის გეგმის წარდგენასთან დაკავშირებული დროის შეზღუდვები არ ვრცელდება შემდეგ ფრენებზე:

ა) სახანძრო;

ბ) სპეციალური რეისები;

გ) სამედიცინო ევაკუაცია;

დ) ძებნა-შველა.

5.
სწფ ფრენისას ხუნდების აღების გაანგარიშებული დროიდან ფრენის 15 წუთით შეფერხების შემთხვევაში ან ვფწ ფრენის 1 საათით შეფერხების და ფრენის გეგმის წარდგენის  შემთხვევაში, ფრენის გეგმა უნდა შეიცვალოს ან წარედგინოს ფრენის ახალი გეგმა, ხოლო ძველი ფრენის გეგმა გაუქმდეს