1.
ხიფათში მყოფი სხ არ არის შეზღუდული, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ნებისმიერი საშუალება, ყურადღების მიპყრობის, ადგილმდებარეობის შესახებ  შეტყობინების გადაცემის და დახმარების მიღების მიზნით.

2.
ამ თავში, ასევე წინამდებარე ფრენის წესების პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 დანართებში განსაზღვრული ნებისმიერი სიგნალის შემჩნევისას ან მიღებისას, სხ-მა უნდა იმოქმედოს ამ სიგნალის მნიშვნელობის შესაბამისად.

შენიშვნა 1: ელექტროკავშირის არხებით, უბედურების და გადაუდებლობის სიგნალების გადაცემის დეტალური წესები იხილეთ ჩიკაგოს კონვენციის მე-10 დანართის მე-2 ტომის მე- 5 თავში.

შენიშვნა 2: ძებნა-შველის სიგნალები იხილეთ ჩიკაგოს კონვენციის მე-12 დანართის დამატებაში.

შენიშვნა 3: სიგნალების მნიშვნელობა განსაზღვრულია ამ ფრენის წესების პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 დანართებში. ისინი გამოიყენება მხოლოდ გარკვეული მიზნებისათვის. სხვა სიგნალი, რომელიც შეცდომით შეიძლება მიჩნეული იქნეს ამ სიგნალად, არ გამოიყენება