1.
შუქსიგნალები ან პიროტექნიკური საშუალებით გადაცემული სიგნალების მნიშვნელობა მოცემულია ამ წესების პირველ დანართში.
2.
საჰაერო ხომალდის დასტური სიგნალების მიღებაზე გამოიხატება შემდეგი სახით:
ა) ფრენისას:
ა.ა) დღისით - ფრთების რხევა
შენიშვნა: ეს სიგნალი არ გადაიცემა მესამე და მეოთხე ბრუნს შორის მონაკვეთზე და დასაფრენ სწორზე.
ა.ბ) ბინდის დადგომის დროს – დასაფრენი ფარების ორჯერ დაციმციმიებით ან, თუ ფარებით არ არის აღჭურვილი, სააერნაოსნო ნათურების ორჯერადი ჩართვა-გამორთვით.
ბ) ხმელეთზე:
ბ.ა) დღისით – ელერონის ან მიმართულების საჭის მოძრაობით;
ბ.ბ) ბინდის დადგომის დროს – დასაფრენი ფარების ორჯერ დაციმციმიებით ან, თუ ფარებით არ არის აღჭურვილი, სააერნაოსნო ნათურების ორჯერადი ჩართვა-გამორთვი