1.
სხ-ის პილოტისგან მესიგნალესთვის გადაცემული სიგნალები გამოიყენება პილოტის მიერ კაბინიდან, რომლის ხელს კარგად უნდა ხედავდეს მესიგნალე და აუცილებლობის შემთხვევაში, მესიგნალის მიერ სიგნალების აღქმის გაიოლების მიზნით, შეიძლება იყოს განათებული.

შენიშვნა: საჰაერო ხომალდისაკენ პირით მდგარი მესიგნალისათვის სხ-ის ძრავები დანომრილია მარჯვნიდან მარცხნივ (ანუ საჰაერო ხომალდის  №1 ძრავი მდებარეობს სხ-ს მარცხენა კიდურა მხარეს).

2.
მუხრუჭების ჩართვა-აშვების სიგნალი:

ა) მუხრუჭები ჩართულია – გაშლილი ხელის მტევანი აწეული ჰორიზონტალურად, შემდეგ თითები იკვრება მუშტად. ხელის მტევნის შეკუმშვა მიუთითებს მუხრუჭების ჩართვას;

ბ) მუხრუჭები აშვებულია - მუშტად შეკრული ჰორიზონტალურად აწეული ხელი,  შემდეგ იშლება თითები. თითების გაშლა მიუთითებს მუხრუჭების აშვებას.

შენიშვნა:  ხელის მტევნის მუშტად შეკვრის მომენტი ან მისი გაშლა აღნიშნავს მუხრუჭების ჩართვის ან აშვების მომენტს.

3.
ხუნდების დაყენება – აღების სიგნალი:

ა) ხუნდების დაყენება – ხელები აწეულია ზევით ხელისგულებით გარეთ, შემდეგ გადაჯვარედინდება სახის წინ;

ბ) ხუნდების აღება – ხელები გადაჯვარედინებული სახის წინ ხელისგულებით გარეთ, შემდეგ ხელები განზე იწევა.

4.
ძრავის ამუშავებაზე მზადყოფნის სიგნალი – აწეული ხელის  გაშლილი თითების რაოდენობა მიუთითებს ასამუშავებელი ძრავის ნომერ