1.
გარდა ამ მუხლის  მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სხ-მა უნდა განახორციელოს კონტროლირებადი ფრენა ფრენის მიმდინარე გეგმის ან მისი შესაბამისი ნაწილის და ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენლი მოთხოვნების სრული დაცვით, თუ არ იყო მოთხოვნა მის შეცვლაზე და არ იყო მიღებული სმმ-ის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს ნებართვა აღნიშნულ ცვლილებაზე, ან თუ არ შეიქმნა საავარიო ვითარება, რომელიც მოითხოვს სხ-ის ეკიპაჟის დაუყოვნებლივ ქმედებებს. საავარიო ვითარების დროს გატარებული ქმედებების შესახებ ეკიპაჟმა უნდა აცნობოს სმმ-ის შესაბამის ორგანოს როგორც კი ვითარება მისცემს ამის საშუალებას, კერძოდ:

ა) თუ არ არსებობს სმმ-ის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს ან საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოს სხვა მითითება, კონტროლირებადი ფრენა,  შეძლებისდაგვარად, ხორციელდება:

ა.ა) სმმ-ის დადგენილ მარშრუტებზე, ამ მარშრუტის ღერძული ხაზის გასწვრივ; ან

ა.ბ) ნებისმიერ სხვა მარშრუტზე, უშუალოდ სააერნაოსნო საშუალებებსა და/ან ამ მარშრუტის განსაზღვრელ პუნქტებს შორის;

ბ) ამ  მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, სხ, რომელიც ფრენას ასრულებს სმმ-ის მარშრუტის მონაკვეთის (რომელიც განსაზღვრულია წრიული მეტად მაღალი სიხშირე (VHF)-რადიოშუქურის მიმართ) გასწვრივ, ძირითადი სააერნაოსნო ინფორმაციის მისაღებად გადართვის წერტილში (თუ ის დადგენილია, ან რაც შეიძლება მის ახლოს) უნდა გადაერთოს სხ-ის უკან მდებარე სააერნაოსნო საშუალებებიდან მის წინ მდებარე სააერნაოსნო საშუალებებზე;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნებიდან გადახვევის შესახებ უნდა ეცნობოს სმმ-ის შესაბამის ორგანოს.

2.
კონტროლირებადი ფრენისას, ფრენის მიმდინარე გეგმიდან გადახვევის შემთხვევაში, მიღებულ უნდა იქნეს შემდეგი ქმედებები:

ა) მიმართულების ხაზიდან გადახვევა: თუ სხ ასცდა მიმართულების ხაზს, შეძლებისდაგვარად უნდა შეასწოროს და დაბრუნდეს დასახულ მარშრუტზე;

ბ) სმმ-ის ორგანოს მიერ მინიჭენული მახის რიცხვიდან/ინდიკატორული სიჩქარიდან გადახვევა: სმმ-ის ორგანოს მიერ მინიჭენული მახის რიცხვიდან/ინდიკატორული სიჩქარიდან გადახვევის შესახებ უნდა ეცნობოს შესაბამის სმმ-ის ორგანოს;

გ) მახის რიცხვიდან/ჭეშმარიტი სიჩქარიდან გადახვევა: იმ შემთხვევაში, თუ ფრენის ეშელონზე უწყვეტი  მახის რიცხვი/ჭეშმარიტი სიჩქარე იცვლება 0.02 მახით (მეტი ან ნაკლები), ან მიმდინარე ფრენის გეგმის ჭეშმარიტი სიჩქარე იცვლება 19/კმ/ს-ით (10 კვანძით), უნდა ეცნობოს სმმ-ის შესაბამის ორგანოს;

დ) გაანგარიშებული დროის ცვლილება: გარდა იმ შემთხვევისა, როცა ADS-C  არის გააქტიირებული და შესაძლებელია მისი გამოყენება საჰაერო სივრცის იმ ნაწილში, სადაც ADS-C  მომსახურება არის უზრუნველყოფილი, თუ აღმოჩნდა, რომ მორიგი დასახული საკონტროლო პუნქტის, საფრენოსნო ინფორმაციის რაიონის საზღვრის გადაფრენის ან დანიშნულების აეროდრომზე დაფრენის გაანგარიშებული დრო (იმისდა მიხედვით, თუ რომელი აღმოჩნდება პირველი) 2 წთ-ზე მეტით განსხვავდება იმ დროისგან, რომელიც მანამდე ეცნო სმმ-ის ორგანოს, ან შესაბამისი უფლებასილი ორგანოს მიერ დადგენილი სხვა დრო, რომელიც მიღებულია რეგიონალური საერნაოსნო შეტანხმებების საფუძველზე, მაშინ სხ-ის ეკიპაჟმა რაც შეიძლება სწრაფოდ უნდა აცნობოს სმმ-ის შესაბამის ორგანოს შეცვლილი გადაანგარიშებული დრო.

3.
იმ შემთხვევაში, როდესაც უზრუნველყოფილია ავტომატური დამოკიდებული დაკვირვების მომსახურება, თუმცა ის არის აქტიურ რეჟიმში, სმმ-ის ორგანოს მონაცემთა გაცვლის ხაზით ავტომატურად ეცნობება ყოველი ცვლილების შესახებ, რომელიც სცილდება ADS ხელშეკრულების ჩარჩოებს.

4.
მოთხოვნა მიმდინარე ფრენის გეგმაში ცვლილებების შესახებ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ეშელონის შეცვლისას: სხ-ის ამოსაცნობი ინდექსი; მოთხოვნილი ახალი ფრენის ეშელონი და მახის რიცხვი/ჭეშმარიტი სიჩქარე ამ ეშელონზე, აგრეთვე, საფრენოსნო ინფორმაციის რაიონის მორიგი საზღვრის გადაკვეთის გადაანგარიშებული დრო ან შეტყობინების გადაცემის წერტილი (საჭიროების შემთხვევაში);

ბ) მახის რიცხვის/ჭეშმარიტი სიჩქარის ცვლილებისას: სხ-ის ამოსაცნობი ინდექსი; მოთხოვნილი მახის რიცხვი/ჭეშმარიტი სიჩქარე.

გ) თუ ფრენის მარშრუტის ცვლილებისას დანიშნულების პუნქტი არ იცვლება: სხ-ის ამოსაცნობი ინდექსი; ფრენის შესრულების წესი; ფრენის ახალი მარშრუტის აღწერა, რომელიც უნდა მოიცავდეს მარშრუტზე მოთხოვნილი ცვლილებების დაწყების ადგილიდან ყველა შემდეგ შეცვლილ მონაცემებს. აგრეთვე, გადაანგარიშებულ დროის  და სხვა ნებისმიერ სათანადო ინფორმაციას;

დ) თუ ფრენის მარშრუტის ცვლილებისას დანიშნულების პუნქტი იცვლება: სხ-ის ამოსაცნობი ინდექსი; ფრენების შესრულების წესი; შეცვლილი მარშრუტის აღწერა დანიშნულების შეცვლილ აეროდრომამდე, რომელიც უნდა მოიცავდეს მარშრუტზე მოთხოვნილი ცვლილებების დაწყების ადგილიდან ყველა შემდგომ შეცვლილ მონაცემებს. აგრეთვე, გადაანგარიშებულ დროს, ახალ   სათადარიგო აეროდრომს და ნებისმიერ სხვა სათანადო ინფორმაციას.

5.
თუ ცხადი ხდება, რომ შეუძლებელია ფრენის გაგრძელება ვიზუალურ მეტეოპირობებში ფრენის მიმდინარე გეგმის მიხედვით, მაშინ სხ-მა, რომელიც ახორციელებს კონტროლირებად ფრენას ვფწ-ით, უნდა უზრუნველყოს შემდეგი ქმედებების განხორციელება:

ა) მოითხოვოს შეცვლილი ნებართვა ვფწ-ით ფრენის გაგრძელებაზე დანიშნულების ან სათადარიგო აეროდრმამდე ან იმ საჰაერო სივრცის დატოვებაზე, რომლის ფარგლებშიც საჭიროა სამეთვალყურეო ნებართვა; ან

ბ) თუ შეუძლებელია ამ მუხლის მე-5 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისი ნებართვის მიღება, სხ-მა უნდა გააგრძელოს ვიზუალურ მეტეოპირობებში ფრენა და სმმ-ის შესაბამის ორგანოს შეატყობინოს მიღებული გადაწყვეტილება საჰაერო სივრცეს დატოვების თუ შესაფერის უახლოეს აეროდრომზე დაფრენას შესრულებს შესახებ; ან

გ) თუ ფრენა ხორციელდება სამეთვალყურეო არეში, უნდა მოითხოვოს ვფწ-ით სპეციალური ფრენის შესრულების ნებართვა; ან

დ) მოითხოვოს სფწ-ით ფრენის შესრულების ნებართვა