1.
იმ შემთხვევაში,  თუ სხ-ის მეთაურს არ შეუძლია ფრენის გაგრძელება აეროდრომამდე, ამ ფრენის წესების 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად,  მან უნდა განაგრძოს ფრენა დასახული კურსით და  ეშელონზე მანამ, სანამ არ მიეცემა სმმ-ის ორგანოს შეტყობინების შესაძლებლობა ან სანამ სხ არ აღმოჩნდება რადიოლოკაციური ან ADS-B საშუალებების გადაფარვის  არეში.
2.
იმ შემთხვევაში, თუ სხ-ის მიმართ განხორციელდა მართლსაწინააღმდეგო ქმედება და სხ იძულებულია გადაუხვიოს დასახული კურსიდან ან ეშელონიდან და არ შეუძლია სმმ-ის ორგანოსთან კავშირის დამყარება, სხ-ის მეთაურმა, შეძლებისდაგვარად უნდა განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) შეეცადოს გადასცეს გაფრთხილება კავშირის არსებული მეტად მაღალი სიხშირის არხით ან ავარიულ მეტად მაღალ სიხშირეზე და კავშირის სხვა შესაბამისი არხებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამის გაკეთება შეუძლებელია ბორტზე შექმნილი მდგომარეობის გამო. ასევე, თუ ეს მიზანშეწონილია და მდგომარეობა იძლევა ამის საშუალებას, უნდა გამოიყენოს სხვა საშუალებები, როგორიცაა, საბორტო მიმღებ-გადამცემები და მონაცემთა გადაცემის ხაზები; და

ბ) განაგრძოს ფრენა,  საგანგებო ვითარებაში მოქმედების სპეციალური პროცედურების დაცვით,  თუ ამგვარი პროცედურა განსაზღვრულია იკაო-ს ოფიციალური გამოცემით Doc. 7030 „დამატებითი რეგიონალური პროცედურები“; ან

გ) იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური პროცედურები არ არის განსაზღვრული Doc. 7030  „დამატებითი რეგიონალური პროცედურებით“, უნდა განაგრძოს ფრენა არსებული ეშელონისაგან განსხვავებულ ეშელონზე, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება სფწ-ით ფრენისას:

გ.ა) 150 მ-ზე (500 ფუტი) იმ რაიონში,  სადაც ვერტიკალური ეშელონირების მინიმუმია 300 მ (1000 ფუტი), ან

გ.ბ) 300 მ-ზე (1000 ფუტი) იმ რაიონში,  სადაც ვერტიკალური ეშელონირების მინიმუმია 600 მ (2000 ფუტი).

დ) სხ-მა, რომელიც აღჭურვილია მმრლ-ით, მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევაში უნდა დააყენოს კოდი 7500, თუ არის ამის შესაძლებლობა ბორტზე შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე.
თავი IX
ვიზუალური ფრენის წესებ