1.
იმ სხ-ის მეთაურმა/ეკიპაჟის წევრმა, რომელიც გახდა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ობიექტი, უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რათა სმმ-ის შესაბამის ორგანოს აცნობოს ამ ფაქტის, მასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი მდგომარეობისა და ფრენის გეგმიდან ნებისმიერი გადახვევის შესახებ, რათა სმმ-ის ორგანომ ასეთი სხ უზრუნველყოს მოქმედებების უპირატესობით და მინიმუმამდე დაიყვანოს ამ და სხვა სხ-ებს შორის კონფლიქტური ვითარების წარმოქმნის შესაძლებლობა.
შენიშვნა 1: მმრლ-ით, ADS-B მაუწყებლობის და ADS-C ხელშეკრულების მოწყობილობებით აღჭურვილი სხ-ის მოქმედებები, რომელიც გახდა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ობიექტი, მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-11 დანართში, იკაო-ს ოფიციალურ გომოცემებში Doc. PANS-ATM (Doc.4444) და Doc.PANS-OPS (Doc.8168).
შენიშვნა 2: მონაცემთა გაცვლის ხაზით „მეთვალყურე-პილოტი“ კავშირის (CPDLC) მოწყობილობებით აღჭურვილი სხ-ის მოქმედებები, რომელიც გახდა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ობიექტი, მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-11 დანართში, იკაო-ს ოფიციალურ გამოცემაში Doc. PANS-ATM (Doc.4444) და აღნიშნული საკითხის შესახებ ინსტრუქციული მასალები მოცემულია იკაო-ს ოფიციალურ გამოცემაში Doc.9694 „მონაცემთა გაცვლის ხაზის გამოყენება საჰაერო მოძრაობის მომსახურების მიზნებისთვის“.
2.
თუ სხ გახდა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ობიექტი, სხ-ს მეთაური ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რათა უმოკლეს დროში განახორციელოს დაფრენა უახლოეს აეროდრომზე ან შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ მითითებულ აეროდრომზე, თუ სხ-ზე შექმნილი ვითარება არ მოითხოვს სხვაგვარ მოქმედება