1.
ვფწ-ით ფრენისას ხილვადობა და ღრუბლებამდე მანძილი ტოლი ან მეტი უნდა იყოს ამ წესების მე-5 დანართში განსაზღვრული ვიზუალური მეტეოროლოგიური პირობების ხილვადობის და ღრუბლიანობამდე მანძილის მინიმუმის სიდიდეებზე, გარდა ვფწ-ით სპეციალური ფრენებისა.
2.
გარდა საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურების ორგანოს მიერ ნებადართული შემთხვევებისა, ვფწ-ით ფრენისას არ უნდა შესრულდეს სამეთვალყურეო არეში მდებარე აეროდრომიდან აფრენა ან დაფრენა, ან სააეროდრომო მოძრაობის არეში ან მოძრაობის სქემაზე შესვლა, თუ:
ა) ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე 450 მ-ზე (1500 ფუტი) ნაკლებია;
ბ) ხილვადობა ხმელეთზე 5 კმ-ზე ნაკლებია.
3.
მზის ჩასვლასა და ამოსვლას შორის პერიოდში ან სმმ-ს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილ სხვა პერიოდში, ვფწ-ით ფრენები ხორციელდება ამ უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად.
4.
სმმ-ის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს ნებართვის მიღებამდე ვფწ-ით ფრენები არ უნდა განხორციელდეს:
ა) 200 ფრენის ეშელონს ზევით;
ბ) ბგერასთან მიახლოებული ან ზებგერითი სიჩქარით.
5.
სმმ-ის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დადგენილი და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში გამოქვეყნებული პროცედურის შესაბამისად დაშვებულია ვფზ-ით ფრენების განხორციელება 195 ფრენის ეშელონიდან 285 ფრენის ეშელონის ჩათვლით.
6.
აკძალულია 290 ფრენის ეშელონს ზევით ვფწ-ით სხ-ის ფრენა იმ რაიონში, სადაც 290 ფრენის ეშელონს ზევით ვერტიკალური ეშელონირების მინიმუმი 300 მეტრია (1000 ფუტი