1.
გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს აუცილებელია აფრენის ან დაფრენის განსახორციელებლად, ან არის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს ნებართვა, ვფწ-ით ფრენები არ უნდა შესრულდეს:
ა) ქალაქების, მჭიდროდ დასახლებული რაიონებისა, დასახლებების ან ღია ცის ქვეშ შეგროვილი ადამიანების თავზე, 300 მ ფარდობით სიმაღლეზე (1000 ფუტი) დაბლა და სხ-დან ყველაზე მაღალი დაბრკოლებიდან 600 მ-ის რადიუსში;
ბ) გარდა ამ მუხლის 1-ლი პუნქტით „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულისა, ნებისმიერ სხვა რაიონში ხმელეთიდან ან წყლის ზედაპირიდან 150 მ ფარდობით სიმაღლეზე (500 ფუტი) დაბლა.
შენიშვნა : დამატებით იხილეთ ამ წესების მე-9 მუხლი.
2.
თუ სამეთვალყურეო ნებართვაში არ არის რაიმე მითითება ან არ არსებობს შესაბამისი სმმ-ის უფლებამოსილი ორგანოს მითითებები, მაშინ ვფწ-ით საკრეისერო ფრენები, ხმელეთიდან ან წყლის ზედაპირიდან 900 მ-ზე (3000 ფუტი) მაღლა ან სმმ-ის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილ ათვლის დონეზე მაღლა, უნდა შესრულდეს მიმართულების ხაზის შესაბამის ეშელონზე, ფრენის ეშელონების ცხრილის შესაბამისად, რომელიც მოცემულია ამ წესების მე-8 დანართში