ფრენის მინიმალური ეშელონები. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია აფრენის ან დაფრენის განსახორციელებლად, ან არის სმმ-ის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს ნებართვა, სფწ-ით ფრენები არ უნდა შესრულდეს ფრენის მინიმალურ აბსოლუტურ სიმაღლეზე დაბლა. ან იქ, სადაც მინიმალური სიმაღლეები დადგენილი არ არის, სფწ-ით ფრენა ხორციელდება:

ა) შემაღლებებისა და მთიანი ადგილების თავზე ისეთ სიმაღლეზე, რომელიც 600-ით (2000 ფუტით) მაინც აღემატება სხ-ის სავარაუდო ადგილმდებარეობიდან 8 კმ-ის ფარგლებში მდებარე ყველაზე მაღალ დაბრკოლებას.

ბ) გარდა ამ  მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა, სხვა ნებისმიერ შემთხვევაში – ისეთ სიმაღლეზე, რომელიც 300 მ-ით (1000 ფუტით) მაინც აღემატება სხ-ის სავარაუდო ადგილმდებარეობიდან 8 კმ-ის ფარგლებში მდებარე ყველაზე მაღალ დაბრკოლებას.

შენიშვნა1: სხ-ის სავარაუდო ადგილმდებარეობის განსაზღვრისას, მხედველობაში მიიღება ის სანაოსნო სიზუსტე, რომელიც მიიღწევა მარშრუტის შესაბამის უბანზე (მონაკვეთზე), სხ-ზე და ხმელეთზე არსებული სანაოსნო აღჭურვილობების გათვალისწინებით.

შენიშვნა 2: დამატებით იხილეთ ამ წესების მე-9 მუხლ