1.
კონტროლირებად საჰაერო სივრცეში სფწ-ით ფრენისას, უნდა შესრულდეს ამ წესების მე-VII თავის მოთხოვნები.
2.
გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს სამეთვალყურეო  ნებართვა ან როგორც ეს არის დადგენილი სმმ-ს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ და გამოქვეყნებულია ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულებში კონტროლირებად საჰაერო სივრცეში, სფწ-ით ფრენა უნდა განხორციელდეს საკრეისერო ეშელონზე, ან კრეისერულ რეჟიმით სიმაღლის აღების ნებართვის მიღებისას, იმ ორ ეშელონს შორის ან იმ ეშელონის ზევით, რომელიც შეირჩევა:

ა) საქართველოს საჰაერო სივრცეში ამ წესების დანართი №6-ში  დადგენილი  „ფრენის ეშელონირების ცხრილის“ მიხედვით,ბ) ღია ზვის თავზე საჰაერო სივრცეში ჩიკაგოს კონვენციის მე-2 დანართის დამატება 3-ის მიხედვი