1.
თავისუფალი აეროსტატის ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ექსპლუატაციით გამოწვეული საფრთხე ადამიანებისათვის, ქონებისათვის და სხვა სხ-თვის.
2.
თავისუფალი აეროსტატის ექსპლუატაცია საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა განხორციელდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე.
3.
ნებისმიერი უპილოტო უმართავი აეროსტატის ექსპლუატაცია, რომლის ოპერირება ხდება საქართველოს ტერიტორიიდან, არ უნდა განხორციელდეს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის გავლით, თუ არ არსებობს ამ სახელმწიფოს შესაბამისი თანხმობა, გარდა მსუბუქი აეროსტატისა, რომელიც გამოიყენება მხოლოდ მეტეოროლოგიური მიზნებისთვის და რომლის ექსპლუატაციაც ხორციელდება სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დადგენილი წესით. ამასთან, ამგვარი აეროსტატების ექსპლუატაცია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ხორციელედება შესაბამისი სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.
4.
თუ თავისუფალი აეროსტატის გაშვების მომზადებისას მოსალოდნელია მისი გადასვლა სხვა სახელმწიფოს საჰაერო სივრცეში, მაშინ ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული თანხმობა მიღებულ უნდა იქნეს აეროსტატის გაშვებამდე. ასეთი ნებართვა შეიძლება მიღებულ იქნეს აეროსტატის ფრენების სერიაზე ან პერიოდულ განსაკუთრებულ ფრენებზე, როგორიცაა მაგ: აეროსტატების ფრენა ატმოსფეროს გამოკვლევის მიზნით.
5.
თავისუფალი აეროსტატის ექსპლუატაცია უნდა მოხდეს იმ წესების შესაბამისად, რომელსაც განსაზღვრავს რეგისტრირების სახელმწიფო და ის სახელმწიფო (სახელმწიფოები), რომლის ტერიტორიაზეც ნავარაუდევია ფრენა.
6.
დაუშვებელია თავისუფალი აეროსტატის ექსპლუატაცია, თუ აეროსტატი ან მისი ნაწილი, ტვირთის ჩათვლით, დედამიწის ზედაპირთან შეჯახებისას საფრთხეს უქმნის იმ პირებსა და ქონებას, რომელთაც კავშირი არა აქვთ აღნიშნულ ფრენასთან.
7.
დაუშვებელია მძიმე კატეგორიის თავისუფალი აეროსტატის ექსპლუატაცია ღია ზღვის თავზე სმმ-ის შესაბამის უფლებამოსილი ორგანოსთან წინასწარი შეთანხმების გარეშ
„საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესების“ დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 15.02.2024
მუხლი 56. თავისუფალი აეროსტატების ზოგადი საექსპლუატაციო წესები
თავი XI — თავისუფალი აეროსტატები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 48. ვალდებულებები ვფწ-ით ფრენის შესრულებაზე
- მუხლი 50. ვფწ-დან სფწ-ით ფრენაზე გადასვლა
- მუხლი 52. მინიმალური სიმაღლეები სფწ-ით ფრენებისათვის
- მუხლი 53. სფწ-დან ვფწ-ით ფრენაზე გადასვლა
- მუხლი 54. კონტროლირებად საჰაერო სივრცეში სფწ-ით ფრენის წესები
- მუხლი 55. კონტროლირებად საჰაერო სივრცის ფარგლებს გარეთ სფწ-ით ფრენების წესები
- მუხლი 57. თავისუფალი აეროსტატების კლასიფიკაცია
- მუხლი 58. საექსპლუატაციო შეზღუდვები და მოთხოვნები აღჭურვილობისადმი
- მუხლი 59. ფრენის დასრულება
- მუხლი 60. ფრენისწინა შეტყობინება
- მუხლი 61. შეტყობინება გაშვებაზე
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესების“ დამტკიცების თაობაზე, მუხლი 56, №113, 26.08.2016, სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016102 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.02.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3380719/muxli-56/