საშუალო ან მძიმე თავისუფალი აეროსტატის გაშვების შემდეგ ექსპლუატანტმა სმმ-ის შესაბამის ორგანოს დაუყოვნებლივ უნდა წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) აეროსტატის ფრენის სახელწოდება (მოსახმობი);

ბ) გაშვების ადგილი;

გ) გაშვების ფაქტობრივი დრო;

დ) 18000 მ (60000 ფუტი) ბარომეტრული სიმაღლის გავლის გაანგარიშებული დრო ან საკრეისერო ეშელონის, თუ იგი მდებარეობს 18000 მ (60000 ფუტი) სიმაღლეზე ან უფრო დაბლა, მიღწევის გაანგარიშებული დრო და გაანგარიშებული ადგილმდებარეობა; და

ე) წინასწარ ინფორმაციაში ნებისმიერი ცვლილება მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის ზ) და თ) ქვეპუნქტების მიხედვით