თავისუფალი აეროსტატები კლასიფიცირდება, როგორც:
ა) მსუბუქი – თავისუფალი აეროსტატი, რომელსაც გადააქვს 4 კგ-მდე საერთო მასის მქონე ერთი ან მეტი შეკვრა სასარგებლო ტვირთი, თუ იგი არ კლასიფიცირდება როგორც მძიმე, ქვემოთ მოყვანილი "გ.ბ", "გ.გ" და "გ.დ" ქვეპუნქტების ნებისმიერი კრიტერიუმით.
ბ) საშუალო: თავისუფალი აეროსტატი, რომელსაც გადააქვს ორი ან მეტი შეკვრა 4 კგ-დან 6 კგ-მდე საერთო მასის მქონე ტვირთი, თუ იგი არ კლასიფიცირდება როგორც მძიმე, ქვემოთ "გ.ბ", "გ.გ" და "გ.დ" ქვეპუნქტების ნებისმიერი კრიტერიუმით;
გ) მძიმე – თავისუფალი აეროსტატი, რომელსაც:
გ.ა) გადააქვს 6 კგ და მეტი საერთო მასის ტვირთი; ან
გ.ბ) გადააქვს 3 კგ ან მეტი მასის მქონე სასარგებლო ტვირთის შეფუთვა; ან
გ.გ) გადააქვს 2 კგ ან მეტი მასის მქონე სასარგებლო ტვირთის შეფუვთა, კვადრატულ სმ-ზე 13 გ კუთრი დატვირთვით;
გ.დ) ტვირთის ჩამოსაკიდებლად იყენებს გვარლს ან სხვა საშუალებას, რომელიც უძლებს აეროსტატისაგან ტვირთის განცალკავებულად 230 N ან მეტ დარტყმით დატვირთვას.
შენიშვნა 1: ამ მუხლის "გ.გ" პუნქტით აღნიშნული კუთრი დატვირთვა განისაზღვრება გრამებით გამოსახული სასარგებლო ტვირთის ფუთის მასის გაყოფით კვადრატულ სმ-ით გამოსახულ უმცირესი ზედაპირის ფართზე.
შენიშვნა 2: დამატებითი დეტალები უპილოტო უმართავი აეროსტატების შესახებ განისაზღვრება ამ წესის N7 დანართით „უპილოტო უმართავი აეროსტატების კატეგორიები“