1.
სხ-მა, რომელიც ახორციელებს კონტროლირებად ფრენას, უნდა შეატყობინოს ყოველი დადგენილი სავალდებულო საკონტროლო პუნქტის გადაფრენის დრო, სიმაღლე და სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია სმმ-ის შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სხ განთავისუფლებულია ზემოხსენებული ვალდებულების შესრულებისაგან შესაბამის სმმ-ის ორგანოს მიერ ან სმმ-ის ორგანოს მიერ დადგენილია სხვა პირობები. აგრეთვე შეტყობინება ადგილმდებარეობის თაობაზე უნდა განხორციელდეს დამატებითი საკონტროლო პუნქტის გადაფრენისას, სმმ-ის შესაბამისი ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ არ არის დადგენილი საკონტროლო პუნქტები, შეტყობინება ადგილმდებარეობის თაობაზე გადაიცემა დროის იმ შუალედებით, რომელსაც ადგენს ან მიუთითებს სმმ-ის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო.
2.
იმ შემთხვევაში, როდესაც კონტროლირებადი ფრენისას ინფორმაცია ადგილმდებარეობის შესახებ გადაიცემა მონაცემთა გაცვლის ხაზით, ხმოვანი შეტყობინებით ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია სმმ-ის შესაბამისი ორგანოსთვის გადაიცემა მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში.
შენიშვნა: მმრლ-ის C რეჟიმში ან ავტომატური დამოკიდებული დაკვირვების მაუწყებლობის (ADS-B) რეჟიმში ბარომეტრული სიმაღლის შესახებ ინფორმაციის გადაცემის მოთხოვნები მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში PANS-ATM (Doc.4444