1.
ამ წესების მე-3 დანართში მოცემული სიგნალების გამოყენებამდე, მესიგნალე უნდა დარწმუნდეს, რომ არე, სადაც სხ-მა უნდა იმოძრაოს, თავისუფალია ობიექტებისაგან, რომელთაც იგი შეიძლება შეეჯახოს 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის შესრულებისას.
2.
ამ წესების მე-3 დანართში მოცემული სიგნალები გამოიყენება მესიგნალის მიერ აუცილებლობის შემთხვევაში ხელის განათებით, პილოტის მიერ სიგნალების დაკვირვების გაიოლების მიზნით. სხ-კენ სახით მდგარი მესიგნალე აწვდის სიგნალს შემდეგ პოზიციაში:
ა) ფიქსირებულფრთიანი სხ-ს შემთხვევაში – სხ-ს მარცხენა მხარეს, საიდანაც პილოტი ყველაზე კარგად დაინახავს მას;
ბ) შვეულმფრენის შემთხვევაში – იქ, სადაც პილოტს ყველაზე კარგად შეეძლება მისი დანახვა.
შენიშვნა: მიუხედავად იმისა, თუ რას იყენებს მესიგნალე (ჩოგანს, მანათობელი კვერთხს ან ელექტროფანარს) სიგნალების მნიშვნელობა იგივე რჩება