1.
ხმელეთზე სხ-ის მოძრაობა რეგულირდება მხოლოდ ამ წესის მე-3 დანართით განსაზღვრული სიგნალების შესაბამისად.
2.
ხმელეთზე საჰაერო ხომალდისათვის მოძრაობის მიმართულების მიცემა (მარშალინგი) ხორციელდება მესიგნალის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია სხ-ისათვის სტანდარტული სიგნალების ზუსტად და გასაგებად გადაცემაზე.
3.
მესიგნალის სწავლებას უზრუნველყოფს ავიასაწარმო (აეროდრომის ექსპლუატანტი, ავიასაწარმო, მიწისზედა მომსახურების საწარმო). სწავლება უნდა ითვალისწინებდეს:
ა) მარშალინგის პროცედურებს;
ბ) სამანევრო სიგნალებს ამ წესის მე -3 დანართის შესაბამისად;
გ) საჰაერო ხომალდის ზოგად ფიზიკურ და საექსპლუატაციო მონაცემებს;
დ) პერსონალის უსაფრთხოების პროცედურებს;
ე) საავიაციო შემთხვევების დროს სამაშველო პროცედურებს;
ვ) მანევრირების პროცედურებს დაბალი ხილვადობის დროს;
ზ) აეროდრომზე მოძრაობის წესებს, უსაფრთხოდ მიმოსვლის ინსტრუქციას;
თ) ინფორმაციას აეროდრომის სქემის, სამიმოსვლო მარშრუტის, მონიშვნის, შუქტექნიკური საშუალებების, ფრაზეოლოგიის შესახებ.
4.
მესიგნალეს უნდა ეცვას განმასხვავებელი, ფლურესცენციული ჟილეტი, რათა საფრენოსნო ეკიპაჟმა შეძლოს მისი გარჩევა.
5.
დღის საათებში მესიგნალემ უნდა ისარგებლოს ფლურესცენციული ნათების კვერთხით, ჩოგანით ან ხელთათმანებით. ღამით ან ცუდი ხილვადობის დროს მესიგნალემ უნდა ისარგებლოს მანათობელი კვერთხი