ქვემოთ ჩამოთვლილი სიგნალები, გადაცემული ერთად ან ცალ-ცალკე, ნიშნავს, რომ სხ-ს ემუქრება სერიოზული და უშუალო საფრთხე და საჭიროებს დაუყოვნებლივ დახმარებას:

ა) სიგნალის გადაცემა რადიოტელეგრაფით ან სხვა რაიმე სასიგნალო მეთოდით, რომელიც შედგება ჯგუფისაგან SOS  ( • • • — — — • • • )  მორზეს ანბანის მიხედვით;

ბ) რადიოტელეფონის მეშვეობით გადაცემული უბედურების სიგნალი, რომელიც მოიცავს სიტყვა  MAYDAY-ს;

გ) მონაცემთა გაცვლის ხაზით გადაცემული უბედურების შეტყობინება, რომელშიც გამოხატავს   MAYDAY სიტყვის მნიშვნელობას;

დ) მოკლე ინტერვალებით გადაცემული წითელი ფერის მაშხალები ან ჭურვები;

ე) წითელი ფერის საპარაშუტე მანათობელი.

შენიშვნა:
ელექტროკავშირის საერთაშირისო გაერთიანების რადიოკავშირის წესების 4
2-ე მუხლი (№3268, 3270 და 3271) მოიცავს ინფორმაციას განგაშის სიგნალების შესახებ, რომელიც გადაიცემა რადიოტელეგრაფის და რადიოტელეფონის განგაშის ავტომატური სისტემებით:

ა) 3268  რადიოტელეგრაფის განგაშის სიგნალი, შემდგარი 12 ტირესაგან, რომელიც გადაიცემა ერთი წუთის განმავლობაში და ყოველი ტირეს ხანგრძლივობა ოთხი წამის ტოლია და ინტერვალი ყოველ მომდევნო ტირეს შორის ერთი წამი. იგი შეიძლება გადაიცეს ხელით, მაგრამ რეკომენდებულია მისი გადაცემა ავტომატური აპარატურის გამოყენებით;

ბ) 3270 რადიოტელეფონის განგაშის სიგნალი, შედგება ხმოვანი სიხშირის ორი სინუსოიდური ტონალობისგან, რომელიც გადაიცემა მონაცვლეობით. ერთი ტონალობა 2200 ჰც სიხშირის, მეორე - 1300 ჰც სიხშირის. თითოეული ტონალობის გადაცემის ხანგრძლივობაა 250 მილიწამი;

გ) 3271 რადიოტელეფონის განგაშირის სიგნალის ავტომატურად გადაცემის შემთხვევაში, მისი ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ 30 წამი, მაგრამ არაუმეტეს 1 წუთისა; თუ სიგნალი გადაიცემა სხვა საშუალებით, იგი შეძლებისდაგვარად უნდა იყოს უწყვეტი,  დაახლოებით ერთი წუთის ხანგრძლივობი