1.
ქვემოთ ჩამოთვლილი სიგნალები, გადაცემული ერთად ან ცალ-ცალკე, ნიშნავს, რომ სხ გასაჭირშია, რაც აიძულებს მას დაფრენას, მაგრამ არ საჭიროებს დაუყოვნებლივ დახმარებას:

ა) დასაფრენი ფარების განმეორებადი ჩართვა-გამორთვა; ან

ბ) სააერნაოსნო ნათურების ისეთი განმეორებადი ჩართვა-გამორთვა, რომელიც განსხვავდება სააერნაოსნო ნათურების ციმციმასაგან.

2.
ქვემოთ ჩამოთვლილი სიგნალები, გადაცემული ერთად ან ცალ-ცალკე, ნიშნავს, რომ სხ-ს აქვს განსაკუთრებით  გადაუდებელი შეტყობინება წყალზედა ხომალდის, სხ-ის ან სხვა სატრანსპორტო საშუალების, ან ბორტზე ან მხედველობის არეში მყოფ რომელიმე პირის უსაფრთხოებაზე:

ა) სიგნალის გადაცემა რადიოტელეგრაფით ან სხვა რაიმე სასიგნალო მეთოდით, რომელიც შედგება ჯგუფისაგან XXX;

ბ) რადიოტელეფონიის მეშვეობით გადაცემული გადაუდებლობის სიგნალი, რომელიც მოიცავს სიტყვა PAN, PAN-ს;

გ) მონაცემთა გაცვლის ხაზით გადაცემული გადაუდებლობის  შეტყობინება, რომელშიც გამოხატავს  PAN, PAN სიტყვის მნიშვნელობა