1. მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა (შემდგომში – სახელმწიფო პროგრამა) არის მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დაცვის ღონისძიებათა კომპლექსი, რომლის მიზანია მგზავრების, ეკიპაჟის წევრების, მიწისზედა მომსახურე პერსონალის, მოსახლეობის დაცვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან, ასევე საქართველოში რეგისტრირებული ავიასაწარმოების, საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის (მათ შორის, ფრენების) განმახორციელებელი უცხო ქვეყნების ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების ეფექტიანობის უზრუნველყოფა სამოქალაქო ავიაციაში არსებული საერთაშორისო სტანდარტების, რეკომენდებული პრაქტიკისა და პროცედურების გამოყენებით, უსაფრთხო ფრენების განხორციელების მიზნით.
2. სახელმწიფო პროგრამა განსაზღვრავს:
ა) სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფის მიზნებსა და ამოცანებს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო და მოწესრიგებული ფუნქციონირებისა და განვითარების კუთხით;
ბ) პრევენციულ ზომებს, რომელიც უზრუნველყოფს, მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების მიზნით, არასანქცირებული იარაღის, ფეთქებადი ნივთიერების, ასაფეთქებელი მოწყობილობის და სხვა სახიფათო საგნებისა და მოწყობილობების საჰაერო ხომალდზე დაშვების აღკვეთას;
გ) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მონაწილეთა შორის ქმედებების კოორდინაციას, მათ უფლებამოსილებებსა და დასახული ამოცანების შესრულების მეთოდებს.
3. სახელმწიფო პროგრამა შემუშავებულია „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის (შემდგომში – ჩიკაგოს კონვენცია), მისი მე-17 დანართის, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ოფიციალური გამოცემის Doc 8973, ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის ოფიციალური გამოცემის Doc 30 შესაბამისად.
4. სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში, სავალდებულოა იმ სახელმწიფო უწყებებისათვის, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის, რომელთა საქმიანობა, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, დაკავშირებულია სამოქალაქო ავიაციის ფუნქციონირებასთან.
5. „საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში სპეციალური რეისების მომზადების და განხორციელების დროს, სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნათა შესრულებისას პრიორიტეტი მიენიჭება საქართველოს კანონის „საქართველოს საჰაერო კოდექსის“ მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე მიღებულ საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივ აქტ