სამხედრო აუცილებლობით და სხვა საგანგებო ვითარებიდან გამომდინარე, საჰაერო მოძრაობის მართვის პუნქტმა უნდა განაცხადოს თანხმობა ეშელონირების მინიმუმების შემცირებაზე, მხოლოდ იმ უფლებამოსილი ორგანოს წერილობითი მომართვის საფუძველზე, რომლის იურისდიქციის ქვეშაც იმყოფება შესაბამისი სხ-ები. ამ შემთხვევაში, შემცირებული მინიმუმების გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ამ სხ-ებთან მიმართებით.  საწარმო ვალდებულია სმმ-ის სახელმძღვანელოში გამოაქვეყნოს პროცედურები, სადაც სრულად იქნება ასახული ეშელონირების ეს შემცირებული მინიმუმები.თავი XII
საჰაერო ხომალდების მომსახურება საგანგებო და ავარიულ ვითარებებ