1. თუ ამ მუხლის  მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების ან სხ-ის  დასაჯდომად პარალელური შესვლისათვის სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, სარადიოლოკაციო და/ან ADS-B და/ან მულტილატერული დაკვირვების სისტემების გამოყენებაზე დაფუძნებული ჰორიზონტალური ეშელონირების მინიმუმი უნდა შეადგენდეს 5 საზღვაო მილს.

2. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით მითითებული სარადიოლოკაციო ეშელონირების მინიმუმი შეიძლება შემცირდეს, მაგრამ არანაკლებ:

ა) 3 საზღვაო მილს ქვემოთ, თუ მოცემულ ადგილას სარადიოლოკაციო და/ან ADS-B და/ან მულტილატერული დაკვირვების სისტემების შესაძლებლობები იძლევა ამის განხორციელების საშუალებას;

ბ) 2.5 საზღვაო მილს ქვემოთ, ერთიმეორის მიყოლებით მფრენ სხ-ებს შორის, რომლებიც იმყოფებიან დასაფრენად შესვლის დასკვნითი მონაკვეთის ერთსა და იმავე მიმართულების ხაზზე, ადზ-ის ზღურბლიდან 10 საზღვაო მილის ტოლ მანძილზე.  2.5 საზღვაო მილამდე შემცირებული ეშელონირების  მინიმუმის მიღება შესაძლებელია იმ პირობით, რომ:

ბ.ა) სტატისტიკური ანალიზის, მაგალითად მონაცემთა შეგროვების, მეშვეობით და თეორიულ მოდელზე დაფუძნებული მეთოდების გამოყენებით დადგენილია, რომ დამფრენი სხ-ის მიერ ადზ-ის დაკავების საშუალო დრო არ აღემატება 50 წმ-ს;

ბ.ბ) არსებული ინფორმაციით, აღინიშნება დამუხრუჭების კარგი ეფექტი და ადზ-ის დაკავების პერიოდში უარყოფით გავლენას არ ახდენს ადზ-ის ზედაპირის დაბინძურება, მაგალითად, ჭყაპი, თოვლი ან ყინული;

ბ.გ)  სმმ-ის სარადიოლოკაციო სისტემა, რომელსაც გააჩნია გარჩევის შესაბამისი შესაძლებლობა აზიმუტის და სიშორის მიხედვით და რომლის ინფორმაციის განახლების სიჩქარე 5 წამი ან ნაკლებია, გამოიყენება შესაფერის ინდიკატორებთან ერთად;

ბ.დ) სააეროდრომო მოძრაობის მეთვალყურეს გააჩნია შესაძლებლობა ვიზუალურად ან საფრენი მინდვრის მიმოხილვითი რადიოლოკატორის (SMR) , MLAT ან სახმელეთო მოძრაობის მეთვალყურეობისა და მართვის სისტემების (SMGCS) მეშვეობით დააკვირდეს გამოსაყენებელ ადზ-ს და შესაბამის გამოსაყვან ან შესაყვან სამიმოსვლო ბილიკებს;

ბ.ე)  არ გამოიყენება კვალზე ტურბულენტობასთან დაკავშირებული მანძილზე დაფუძნებული ეშელონირების მინიმუმები;

ბ.ვ) მეთვალყურე ყურადღებით აკვირდება სხ-ების დასაფრენად შესვლის სიჩქარეს და, აუცილებლობისას, ახორციელებს მის კორექტირებას, რათა ეშელონირების ინტერვალი არ იყოს დადგენილ მინიმუმზე ნაკლები;

ბ.ზ) სხ-ის ექსპლუატანტები და პილოტები სრულად არიან ინფორმირებულნი ადზ-ის სწრაფად გათავისუფლების აუცილებლობის შესახებ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაფრენად შესვლის დასკვნით საფეხურზე მიღებულია ეშელონირების შემცირებული მინიმუმები; და

ბ.თ) ეშელონირების შემცირებული მინიმუმების გამოყენების წესი გამოქვეყნებულია საქართველოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში.

3. სარადიოლოკაციო საშუალებებზე და/ან ADS-B და/ან მულტილატერული დაკვირვების  სისტემებზე დაფუძნებული ეშელონირების გამოსაყენებელ მინიმუმს ან მინიმუმებს აწესებს საწარმო, სმმ-ის სარადიოლოკაციო სისტემის ან სენსორების შესაძლებლობების გათვალისწინებით, ზუსტად განსაზღვრონ სხ-ის ადგილმდებარეობა ადგილმდებარეობის სიმბოლოს, პირველადი რადიოლოკატორის ნიშნულის ან მრლ-ის მიერ გენერირებული პოზიციის ცენტრის მიმართ, ასევე იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომლებმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს სმმ-ის სარადიოლოკაციო  სისტემის მეშვეობით მიღებული ინფორმაციის სიზუსტეზე, როგორიცაა სხ-ების დაშორება რადიოლოკატორის ნიშნულიდან და საჰაერო ვითარების  ინდიკატორის მასშტაბი.

4. ამ წესის მე-2 დანართის მოთხოვნების შესაბამისად, დასაფრენად შესვლის და გაფრენის ეტაპებზე, სხ-ების მიმართ, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან სარადიოლოკაციო მომსახურებით, გამოყენებული უნდა იქნეს კვალზე ტურბულენტობასთან დაკავშირებული, მანძილზე დაფუძნებული ეშელონირების მინიმუმები.

5. წინამდებარე მუხლის მე-4 პუნქტით მითითებული მინიმუმები გამოყენებული უნდა იქნეს ყოველთვის, როდესაც:

ა) სხ ფრენას ახორციელებს უშუალოდ მეორე სხ-ის უკან, იმავე აბსოლუტურ სიმაღლეზე ან 1000 ფუტზე  ნაკლები მანძილით ქვემოთ; ან

ბ)  ორივე სხ იყენებს ერთსა და იმავე ადზ-ს ან პარალელურ ადზ-ებს, რომლებიც ერთმანეთისგან დაშორებულნი არიან 760 მ-ზე (2500 ფუტზე) ნაკლები მანძილით; ან

გ) სხ კვეთს მეორე სხ-ის კვალს იმავე აბსოლუტურ სიმაღლეზე ან 1000 ფუტზე ნაკლები მანძილით ქვემო