1. საფრენოსნო ეკიპაჟმა საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეს უნდა გაუმეოროს სამეტყველო კავშირით გადაცემული სამეთვალყურეო ნებართვების ნაწილი და მითითებები ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ყოველთვის უნდა გამეორდეს ქვემოთ ჩამოთვლილი შეტყობინებები:
ა) მარშრუტზე ფრენის სამეთვალყურეო ნებართვა;
ბ) დასაფრენად შესვლის, დაფრენის, აფრენის, დაფრენის შემდეგ გარბენისას მოცდის, მოქმედი ადზ-ს გადაკვეთის ან უკან მოხვევის ნებართვები და მითითებები;
გ) მოქმედი ადზ-ის, სიმაღლის საზომის დაყენების, მრლ-ის კოდების, სიმაღლის კურსის და სიჩქარის შესახებ მითითებები, აგრეთვე, იმ შემთხვევაში, როდესაც მეთვალყურის მიერ არის გადაცემული ან აეროდრომის რაიონში ინფორმაციის ავტომატური გადაცემით მომსახურების სარადიომაუწყებლო შეტყობინებებშია მოცემული-გადასვლის ეშელონები.
2. სხვა ნებართვები ან მითითებები, მათ შორის პირობითი ნებართვები, მეორდება ან დასტურდება იმგვარად, რომ ეჭვგარეშე იყოს მათი გაგება და სამოქმედოდ მიღება.
3. მეთვალყურე ვალდებულია მოისმინოს გამეორება, რათა დარწმუნდეს, რომ საფრენოსნო ეკიპაჟმა/სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა სწორად დაადასტურა ნებართვა ან მითითება და უნდა მიმართოს დაუყოვნებელ ქმედებებს გამეორებისას გამოვლენილი ნებისმიერი განსხვავების აღმოსაფხვრელად.
4. საჭირო არ არის CPDLC-შეტყობინებების სიტყვიერი გამეორება, თუ აღნიშნულზე არ არის საწარმოს მითითება.
შენიშვნა: CPDLC-შეტყობინებების მიმოცვლის და ამ შეტყობინებების დადასტურების პროცედურები და მოთხოვნები მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-10 დანართის მე-2 ტომში და იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc.4444 „საჰაერო მოძრაობის ორგანიზების სახელმძღვანელოში