1. ნებართვების გაცემის განმსაზღვრელი დებულებები მოცემულია საბუთში PANS-RAC. ნებართვა შეიძლება იცვლებოდეს შინაარსის მიხედვით: ფრენის მარშრუტისა და ეშელონების დაწვრილებითი აღწერიდან დაფრენაზე მოკლე ნებართვამდე.
2. მეთვალყურემ ნებართვა უნდა გადასცეს ნელა და გარკვევით, რადგან პილოტმა უნდა ჩაიწეროს იგი. ამით იხსნება მისი გამეორების აუცილებლობა. მარშრუტზე ფრენის ნებართვა სხ-ს, შეძლებისდაგვარად, გადაეცემა ძრავების ამუშავებამდე. ნებისმიერ შემთხვევაში, მეთვალყურე უნდა შეეცადოს პილოტს არ გადასცეს ნებართვა, როდესაც ის ასრულებს რთულ მანევრს მიმოსვლისას და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადასცეს, როდესაც პილოტი სხ-ს აყენებს ადზ-ის ღერძის გასწვრივ ან ასრულებს აფრენას.
3. მარშრუტზე ფრენის სამეთვალყურეო ნებართვა არ წარმოადგენს მითითებას აფრენაზე ან მოქმედი ადზ-ს დაკავებაზე. ფრაზა TAKE OFF წარმოითქმის მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სხ-ს ნებართვა ეძლევა აფრენაზე ან უქმდება ასეთი ნებართვა. დანარჩენ შემთხვევებში გამოიყენება სიტყვა DEPARTURE ან WHEN AIRBORNE.
4. გამეორების მოთხოვნა შემოღებულია ფრენების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. გამეორებ აზე წაყენებული მკაცრი მოთხოვნები უშუალოდ განპირობებულია სამეთვალყურეო მომსახურების მითითებებისა და ნებართვების გადაცემისა და მიღებისას მათი არასწორად გაგების საფრთხის აღმოფხვრის მიზნით. გამეორების წესის მკაცრი დაცვა უზრუნველყოფს ნებართვების სწორ და სათანადო გადაცემას. ასევე იძლევა იმის შემოწმების საშუალებას, რომ აღნიშნული ნებართვის მიხედვით იმოქმედებს სწორედ ის სხ, რომელსაც იგი გადაეცა და არა სხვა რომელიმე.
5. ადზ-ზე მიმოსვლის, აფრენის, დაფრენის, მოქმედი ადზ-ს გადაკვეთისა და გათავისუფლების შესახებ მეთვალყურის ყველა ბრძანება მეორდება. მარშრუტზე სამეთვალყურეო მომსახურების ნებართვა ყოველთვის მეორდება, თუ ამის თაობაზე არ არის სმმ-ს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს სხვა მითითება. ამ შემთხვევაში ნებართვის მიღება დასტურდება ცალსახად. მარშრუტზე ფრენის ნებართვა მოიცავს:
ა) ნებართვის მოქმედების საზღვარს (დანიშნულების აეროდრომი, საფრენოსნო ინფორმაციის რაიონი, განცალკევებული მიმყვანი რადიოსადგური);
ბ) ფრენის მარშრუტს (როგორც წესი, წარდგენილია მარშრუტის ფრენის გეგმის შესაბამისად, ამ შემთხვევაში გამოიყენება ფრაზა «ფრენის გეგმის თანახმად. თუ ფრენის გეგმით აღწერილი მარშრუტი შეიცვლება, აუცილებელია განისაზღვროს ფრენის ზუსტი მარშრუტი;
გ) ფრენის ეშელონს სრული მარშრუტის ან მისი ნაწილისათვის (აუცილებლობისას, ეშელონის შეცვლას);
დ) ნებისმიერ აუცილებელ მითითებას და ინფორმაციას სხვა საკითხებზე (სფწ-ით გასვლის სტანდარტული სქემის დასახელება, სამეთვალყურეო პუნქტების სამუშაო სიხშირეები და სხვა);
ე) მოპასუხის კოდს (SQUAWK).
შენიშვნა : როგორც წესი, დგინდება გაფრენის სტანდარტული გამოქვეყნებული მარშრუტები. გაფრენის არასტანდარტული მარშრუტის შემთხვევაში, უნდა განისაზღვროს გაფრენის დაწვრილებითი პროცედურები, რომელიც მოიცავს შემდეგ პუნქტებს: ბრუნის მიმართულება აფრენის შემდეგ, რადიალი, კურსი და რკალი; საწყისი სიმაღლე.
GEO-621, CLEARED TO TASHKENT VIA FLIGHT PLANNED ROUTE FL 280,SQUAWK 6741
GEO-621 CLEARED TO TASHKENT VIA FLIGHT PLANED ROUTE, FL 280, SQUAWK 6741
24204,WHEN AIRBORNE TURN RIGHT, LEAVE CONTROL ZONE VIA ROUTE
TBILISI-SARTICHALA
AFTER AIRBORNE RIGHT TURN VIA ROUTE TBILISI-SARTICHALA,24204
6. მოქმედი ადზ-ის, ფრენის კურსის, სიჩქარისა და ეშელონის, სიმაღლის საზომისა და მმრლ-ის კოდების დაყენების შესახებ მითითებები ყოველთვის მეორდება.
7. სხვა მითითებები და ნებართვები (მათ შორის პირობითი ნებართვები) მეორდება ან დასტურდება იმგვარად, რომ ეჭვსგარეშეა მათი სწორად გაგება და სამოქმედოდ მიღება.
8. მიღებული შეტყობინების გამეორების შემდეგ, სხ-მ უნდა დაასახელოს თავისი მოსახმობი.
25540,CROSS ROUTE AT KARNO FL 70
CROSS ROUTE AT KARNO FL 70, 540
24204, NOLD POSITION
24204,HOLDING
204, CONTACT GROUND 119,0
119,0, 204
GEO-621, SQUAWK 6742
6742, GEO-621
9. თუ სხ არასწორად იმეორებს ნებართვას ან მითითებას, მაშინ მეთვალყურე წარმოსთქვავს სიტყვას NEGATIVE, რასაც მოსდევს სწორი ვარიანტი.
24204,QNH 1003
QNH 1013, 24204
NEGATIVE QNH,1003
QNH 1003, 204
10. თუ მეთვალყურეს საეჭვოდ მიაჩნია პილოტის მიერ სამეთვალყურეო მომსახურების ორგანოს ნებართვის ან მითითების შესრულების შესაძლებლობა, მაშინ იგი ნებართვის ან მითითების გადაცემის შემდეგ წარმოსთქვავს ფრაზას IF UNABLE . . . ADVISE და შემდეგ სთავაზობს ალტერნატიულ ვარიანტს. თუ პილოტი მაინც იღებს ისეთ ნებართვას ან მითითებას, რომლის შესრულებაც არ შეუძლია, მაშინ ამის შესახებ უნდა აცნობოს მეთვალყურეს ფრაზით UNABLE და მიუთითოს მიზეზი.
GEO-621, TBILISI, CLEARED TO VETLA FL 290,CROSS MUKNRANI FL 150 OR ABOVE
TBILISI GEO-621, UNABLE CROSS MUKHRANI FL 150 DUE WEIGN