1. ადგილმდებარეობის შეტყობინება მოიცავს შემდეგ ინფორმაციას; ამ პუნქტის დ) ე) ვ) ქვეპუნქტები შეიძლება გამოტოვებულ იქნეს, თუ ამას ითვალისწინებს რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმებები:
ა) სხ-ის ამოსაცნობი ინდექსი;
ბ) ადგილმდებარეობა;
გ) დრო;
დ) სიმაღლე;
ე) მომდევნო პუნქტი და მისი გავლის დრო;
ვ) შემდეგი ძირითადი წერტილი.
2. დროის გადაცემისას, როგორც წესი, საჭიროა მხოლოდ წუთების მითითება. ყოველი ციფრი უნდა წარმოითქვას ცალ-ცალკე. თუმცა, თუ არსებობს გაუგებრობის წარმოქმნის ალბათობა, საჭიროა მიეთითოს საათიც.
GEO-621,GUSLI 11.47,FL 330, ALI 57, MUKHRANI NEXT
GEO-621,ROGER
3. თუ ფრენის მიმდინარეობისას მიღებულია საკმაო ინფორმაცია სხვა წყაროებიდან, როგორიცაა მაგ.: მიმოხილვითი რლს, სხ შეიძლება გათავისუფლდეს ადგილმდებარეობის სავალდებულო შეტყობინებისაგან.
GEO-621, NEXT REPORT VETLA
GEO-621, WILCO
GEO-621, OMIT POSITION REPORTS UNTIL FIR BOUNDARY
GEO-621, WILCO
GEO-621, RESUME POSITION REPORTING
GEO-621, WILC