1. საცდელი გადაცემები უნდა წარიმართოს შემდეგი ფორმით:
ა) გამოსაძახებელი საავიაციო სადგურის ამოსაცნობი ინდექსი,ბ) სხ-ს მოსახმობი,გ) ფრაზა «კავშირის შემოწმება»,დ) გამოყენებული სიხშირე.
2. პასუხი საცდელ გადაცემებზე უნდა იყოს შემდეგნაირი:
ა) გამომძახებელი სადგურის აღნიშვნა,ბ) მოპასუხე სადგურის აღნიშვნა,გ) ინფორმაცია გადაცემის სმენადობაზე.
3. გადაცემათა სმენადობა კლასიფიცირდება სმენადობის შემდეგი შკალით:
ა) გაუგებარია (Unreadable)
ბ) გასაგებია დროდადრო (Readable now and then)
გ) ძნელად გასაგებია (Readable but with difficulty)
დ) მესმის კარგად (Readable)
ე) მესმის ბრწყინვალედ (Perfectly readable).

TBILISI TOWER 25540, RADIO
CHECK 128,0

STATOION საLLING TBILISI TOWER, UNREADAVLE
ან
540, TOWER READ YOU 3,LOUD VACKGROUND WHISTLE
ან
540, TOWER READ YOU 5
4. თუ გამოძახების წინ, გადამცემის ან მიმღების მოსამართავად სახმელეთო სადგური საჭიროებს საცდელი სიგნალების გადაცემას, მაშინ ამ სიგნალების ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 10 წმ-ს და უნდა შესდგებოდეს რიცხვებისაგან (ONE, TWO, TREE და ა.შ.), რასაც მოსდევს შესამოწმებელი სიგნალის გადამცემი სადგურის რადიომოსახმობი.
თავი 3
ზოგადი ფრაზეოლოგი