1. საჯაერო ხომალდების მოსახმობები იყოფა შემდეგ ტიპებად:
ტიპი
მაგალითი
ა) სხ-ის სარეგისტრაციო ნიშნის შესაბამისი აღნიშვნა; ან
25540
G-YE
ბ) საფრენოსნო-საექსპლუატაციო სააგენტოს
რადიოსატელეფონო ინდექსი, რასაც მოსდევს
სხ-ის სარეგისტრაციო ნიშნის ბოლო ოთხი ელემენტი; ან
BAW-GITE
გ) საფრენოსნო-საექსპლუატაციო სააგენტოს რადიოსატელეფონო ინდექსი, რასაც მოსდევს რეისის ნომერი
GEO-621
შენიშვნა : „ა“ ტიპის მოსახმობში სარეგისტრაციო ნიშნის წინ შეიძლება მიეთითოს სხ-ის მოდელი ან დამამზადებელი ფირმა.
2. დამაკმაყოფილებელი კავშირის დამყარების შემდეგ, იმ პირობით, თუ გამორიცხულია რაიმე გაუგებრობის წარმოქმნა, ამ მუხლის 1-ლი პუნქტით მითითებული სხ-ის მოსახმობები შეიძლება შემოკლდეს შემდეგნაირად:
ტიპი
მაგალითი
ა) სხ-ის სარეგისტრაციო ნიშანის პირველი და
სულ მცირე ბოლო ორი ელემენტი;
G-YE
ბ) საფრენოსნო-საექსპლუატაციო სააგენტოს
რადიოსატელეფონო ინდექსი, რასაც მოსდევს
სხ-ის სარეგისტრაციო ნიშანის სულ მცირე
ბოლო ორი ელემენტი;
გ) შემოკლებული ფორმა არ გამოიყენება.
BAW-HY
----------
3. სხ-ს მხოლოდ მას შემდეგ შეუძლია გამოიყენოს თავისი შემოკლებული მოსახმობი, როდესაც ამას პირველად გამოიყენებს საავიაციო სადგური სხ-თან მიმართებით.
4. ფრენის განმავლობაში სხ არ იცვლის მოსახმობის ტიპს ან მოსახმობს. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც მსგავსი მოსახმობებით სარგებლობამ შეიძლება გამოიწვიოს გაუგებრობა. ამ დროს სმმ-ს ორგანო სხ-ს აძლევს მითითებას მოსახმობის ტიპის დროებით შეცვალაზე.
5. სხ, რომელიც კვალზე ტურბულენტობის მხრივ მიეკუთვნება მძიმე კატეგორიას, სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტისა და მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტის საწყისი გამოძახებისას, მოსახმობის შემდეგ ამატებს სიტყვას HEAVY