1. გადაცემის წარმართვისას რიცხვები წარმოითქმის შემდეგნაირად:
რიცხვი ან წარმოთქმა რიცხვი წარმოთქმა
მისი ელემენტი მისი ელემენტი
0 ZE-RO 5 FI-VE
1 ONE 6 SIX
2 TWO 7 SEV-EN
3 THREE 8 EIGHT
4 FO-UR 9 NI-NE
ათწილადი (მძიმე) DE-CI-MAL
ასი HUN-DRED
ათასი THOU-SAND
2. მთელი ასეულის, მთელი ათასეულის, ათასეული-მთელი ასეულის გარდა, ყოველი რიცხვის გადაცემისას ყოველი ციფრი წარმოითქმის ცალ-ცალკე. მთელი ასეულისა და მთელი ათასეულის გადაცემისას, ყოველი ციფრი, რომელიც აღნიშნავს ასეულის ან ათასეულის რაოდენობას წარმოითქმის ცალ-ცალკე, რასაც შესაბამისად მოჰყვება ასეული ან ათასეული. ათასეული-მთელი ასეულის გადაცემისას წარმოითქმის რიცხვში ათასეულის რაოდენობის აღმნიშვნელი ყოველი ციფრი, რასაც მოსდევს სიტყვა ათასი, შემდეგ ასეულის ციფრები და შემდეგ სიტყვა ასეული.
რიცხვი გადაცემა
(მართლწერა ინგლისურად)
10 ONE ZERO
75 SEVEN FIVE
100 ONE HUNDRED
583 FIVE EIGHT THREE
2 500 TWO THOUSAND FIVE HUNDRED
5 000 FIVE THOUSAND
11 000 ONE ONE THOUSAND
25 000 TWO FIVE THOUSAND
38 143 THREE EIGHT ONE FOUR THREE
3. ათწილადები გადაიცემა ამ მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით. ამასთან, ათწილადი გამოიხატება სიტყვა DECIMAL-ის (მძიმის) მეშვეობით.
რიცხვი გადაცემა
118,1 ONE ONE EIGHT DECIMAL ONE
120,37 ONE TWO ZERO DECIMAL THREE SEVEN
4. გადაცემული რიცხვების სიზუსტის შემოწმების მიზანშეწონილობისას, შეტყობინების გადამცემი პირი მიმღებ პირს სთხოვს ამ რიცხვების გამეორებას
“რადიოკავშირის წესებისა და ფრაზეოლოგიის საერთაშორისო ხაზებზე დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 19.05.2003
მუხლი 6. რიცხვების გადაცემა
თავი 2 — ზოგადი საექსპლუატაციო წესები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ტერმინების განმარტება
- მუხლი 2. საყოველთაოდ მიღებული შემოკლებები
- მუხლი 3. შესავალი
- მუხლი 4. გადაცემის წარმართვის წესი
- მუხლი 5. ასოების გადაცემა
- მუხლი 7. დროის გადაცემა
- მუხლი 8. სტანდარტული სიტყვები და გამოთქმები
- მუხლი 9. საავიაციო სადგურების მოსახმობები
- მუხლი 10. საჯაერო ხომალდების მოსახმობები
- მუხლი 11. რადიოსატელეფონო კავშირი ს დამყარება და წარმართვა
- მუხლი 12. სარადიოტელეფონო კავშირის გადაცემა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რადიოკავშირის წესებისა და ფრაზეოლოგიის საერთაშორისო ხაზებზე დამტკიცების შესახებ”, მუხლი 6, №27, 19.05.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.11.115.005.831 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.05.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55546/muxli-6/