ქვემოთ მოყვანილია რადიოსატელეფონო კავშირის წარმართვისას გამოყენებული სიტყვები, გამოთქმები და მათი მნიშვნელობები.
სიტყვა ფრაზა
მნიშვნელობა
ACKNOWLEDGE
მაცნობეთ, რომ მიიღეთ და გაიგეთ ეს შეტყობინება
ADVISE
მაცნობეთ შემდეგი ინფორმაცია
AFFIRM
ვადასტურებ
APPROVED
გაცემულია ნებართვა მოთხოვნილ მოქმედებაზე
BREAK
აღნიშნულით მიეთითება შუალედი შეტყობინების ნაწილებს შორის (წარმოითქმის, როდესაც არ არის მკვეთრი გამიჯვნა ტექსტსა და შეტყობინების სხვა ნაწილებს შორის)
BREAK BREAK
აღნიშნულით მიეთითება ინტენსიური საჰაერო მოძრაობის პირობებში სხვადასხვა სხ-თვის გაცემულ შეტყობინებებს შორის შეუალედი
CANCEL
გაუქმებულია ადრე გადაცემული ნებართვა
CHECK
სისტემის ან პროცედურის შემოწმება (როგორც წესი, პასუხი არ მოითხოვება)
CLEARED
ნებას გრთავთ იმოქმედოთ შეთანხმებული პირობების შესაბამისად
CONFIRM
სწორად გავიგე თუ არა შემდეგი ფრაზა. . .? ან დაადასტურეთ . . .?
სწორად მიიღეთ თუ არა ეს შეტყობინება?
CONTACT
დაამყარეთ კავშირი . . . -თან
CORRECT
გავიგე სწორად
CORRECTION
ამ გადაცემაში (ან აღნიშნულ შეტყობინებაში) დაშვებული იყო შეცდომა. სწორი ვარიანტია . . .
DISREGARD
ჩათვალეთ, რომ ეს შეტყობინება არ მიგიღიათ
GO AHNEAD
განაგრძეთ შეტყობინების გადაცემა
შენიშვნა: სახმელეთო მოძრაობის მართვისას ფრაზა „Go Ahea“ ჩვეულებრივ არ გამოიყენება
HOW DO YOU READ
როგორია ჩემი გადაცემის ხარისხი?
I SAY AGAIN
ვიმეორებ დაზუსტების ან გარკვევის მიზნით
MONITOR
მოისმინეთ (სიხშირე)
NEGATIVE
ვიძლევი უარყოფით პასუხს, არ ვეთანხმები, ნებართვას არ ვიძლევი ან არასწორია
OUT
გადაცემა დასრულებულია და პასუხი არ არის მოსალოდნელი
შენიშვნა : გამოიყენება მხოლოდ სახმელეთო კავშირისას
OVER
გადაცემა დავამთავრე, ველი თქვენს პასუხს
შენიშვნა : გამოიყენება მხოლოდ სახმელეთო კავშირისას
READ BACK
გაიმეორეთ მთლიანი შეტყობინება ან მისი მითითებული ნაწილი იმ სახით, როგორც მიიღეთ
RECLEARED
ბოლო ნებართვაში შეტანილია ცვლილებები და ეს ახალი ნებართვა ცვლის ადრე გაცემულ ნებართვას ან მის ნაწილს
RERORT
გადმომეცით შემდეგი ინფორმაცია
REQUEST
მინდოდა გამეგო . . . ან მინდოდა მიმეღო . . .
ROGER
მთლიანად მივიღე თქვენი ბოლო გადაცემა
შენიშვნა: არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენება კითხვაზე პასუხისას, რომელიც საჭიროებს «გამეორებას» ან პირდაპირ დასტურს (დიახ) ან უარყოფას (არა)
SAY AGAIN
გაიმეორეთ თქვენი ბოლო გადაცემა მთლიანად ან მისი შემდეგი ნაწილი
SPEAK SLOWER
შეამცირეთ გადაცემის სისწრაფე
STANDBY
დაელოდეთ, გამოგიძახებთ
VERIFY
შეამოწმეთ და მომახსენეთ . . .
WILCO
თქვენი შტყობინება გავიგე და შევასრულებ
ა) მოთხოვნისას:
WORDS TWICE
ცუდი კავშირია. გთხოვთ ყოველი სიტყვა ან სიტყვების ჯგუფი გაიმეოროთ ორჯერ
ბ) ცნობისათვის:
ცუდი კავშირის გამო, აღნიშნულ შეტყობინებაში ყოველი სიტყვა ან სიტყვების ჯგუფი გამეორდება ორჯე