1. რადიოსატელეფონო კავშირის დამყარებისას სხ-მა უნდა დაასახელოს აღნიშნული სხ-ისა და საავიაციო სადგურის სრული მოსახმობები.
TBILISI TOWER, G-ABYF
G-ABYF, TBILISI TOWER GO AHEAD
2. თუ სახმელეთო სადგურს სამაუწყებლო რეჟიმში სურს ინფორმაციის გადაცემა, მაშინ შეტყობინებას წინ უნდა უსწრებდეს გამოძახება «ALL STATIONS».
ALL STATIONS, TBILISI CONTROL,FUEL DUMPING COMPLETED
3. თუ სხ-ს სამაუწყებლო რეჟიმში სურს ინფორმაცია გადასცეს მის სიახლოვეს მყოფ სხ-ებს, მაშინ შეტყობინებას წინ უნდა უსწრებდეს გამოძახება «ALL STATIONS». ზოგადი სახის ამგვარ გამოძახებაზე პასუხი არ მოითხოვება, თუ შემდგომ არ ხდება ცალკეული სადგურის გამოძახება ინფორმაციის მიღების დადასტურების მიზნით.
ALL STATIONS GEO-621, WESTBOUND
TBS VOR TO KUTAISI LEAVING FL
260 NOW DESCENDING TO FL 150
4. თუ საეჭვოა მიღებული შეტყობინების სისწორე, მაშინ მოითხოვება შეტყობინების სრული ან ნაწილობრივი გამეორება.
ფრაზა
მნიშვნელობა
SAY AGAIN
გაიმეორეთ შეტყობინება მთლიანად
SAY AGAIN... (item)
გაიმეორეთ შეტყობინების გარკვეული ელემენტი
SAY AGAIN ALL BEFORE... (the first word satisfactorily received)
გაიმეორეთ შეტყობინების ნაწილი
SAY AGAIN ALL AFTER... (the last word satisfactorily received)
გაიმეორეთ შეტყობინების ნაწილი
SAY AGAIN ALL BETWEEN
… AND …
გაიმეორეთ შეტყობინების ნაწილი
5. თუ გამოძახებული სადგური დარწმუნებული არ არის გამომძახებელი სადგურის აღნიშვნის სისწორეში, იგი ითხოვს გამომძახებელი სადგურის მოსახმობს მანამ, სანამ არ იქნება დადგენილი მისი აღნიშვნა.
TBILISI GROUND… G-YF
STATION CALLING TBILISI GROUND
SAY AGAIN YOUR CALL SIGN
TBILISI GROUND, G-ABYF
6. თუ შეტყობინების გადაცემისას დაშვებულია შეცდომა, წარმოითქმის ფრაზა CORRECTION, შემდეგ მეორდება ბოლო სწორად გადაცემული სიტყვების ჯგუფი ან ფრაზა, რასაც მოსდევს სწორი ვარიანტი.
GEO-621, ALI 47 FL 330 TBILISI
07 CORRECTION, TBILISI 57
GEO-621, ROGER
7. თუ შესწორების მიზნით უმჯობესია მთლიანი შეტყობინების გამეორება, მაშინ ოპერატორი შეტყობინების მეორედ გადაცემამდე, წარმოსთქვამს ფრაზას CORRECTION I SAY AGAIN.
8. მეთვალყურეს ეკრძალება გასცეს განკარგულება სხ-ის ეკიპაჟს, თუ არ გამოიყენებს სხ-ის მოსახმობს. სხ-ის ეკიპაჟს ეკრძალება იმ მითითებების შესრულება, რომელსაც არა აქვს სხ-ის მოსახმობი.
9. თუ სავარაუდოა შეტყობინების მიღების გაძნელება, მაშინ მნიშვნელოვანი ადგილები მეორდება ორჯერ.
TBILISI RADAR, GEO-621 2500 FEET,I SAY AGAIN 2500 FEET,ENGINE
LOSING POWER,ENGINE LOSING POWE