1. წინამდებარე სახელმძღვანელოში განხილული ფრაზეოლოგია შემუშავებულია ერთგვაროვანი რადიოსატელეფონო კავშირის წარმართვის მიზნით. რასაკვირველია, არამიზანშეწონილია ყოველი შესაძლო სიტუაციისათვის ფრაზეოლოგიური მაგალითის მოყვანა. მაგრამ, თუ შეტყობინების შედგენისას მკაცრად დავიცავთ სტანდარტულ ფრაზებს, მაშინ ნებისმიერი შესაძლო ორაზროვნება მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
2. ზოგიერთი შემოკლება, მათი საყოველთაო სარგებლობის წყალობით, საავიაციო ტერმინოლოგიის ნაწილად იქცა, რის გამოც შესაძლებელია მათი გადაცემა შემადგენელი ასოების წარმოთქმით, სიტყვების ასო-ასო ალფავიტით გადაცემის გარეშე. მაგ.: ILS, QNH, RVR და ა.შ. (იხ. მუხლი 2).
3. გადაცემების წარმართვისას, იმ პირობით, რომ ამასთან არ წარმოიქმნება რაიმე გაუგებრობა ან ორაზროვნება, შეიძლება გამოტოვებულ იქნეს შემდეგი სიტყვები:
ა) „მიწისპირა“ მიწისპირა ქარის მიმართულებასა და სიჩქარესთან მიმართებით,ბ) „გრადუსები“რლს-ის კურსთან მიმართებით,გ) „ხილვადობა“„ღრუბლები“, „სიმაღლე“ მეტეოროლოგიურ ცნობებში,დ) „ჯექტოპასკალი“ მონაცემთა გადაცემისას სიმაღლის საზომის დასაყენებლად.
4. კავშირის წარმართვისას საჭიროა თავის არიდება ზრდილობის გამომხატველი სიტყვებით სარგებლობისაგან.
5. სიტყვა IMMEDIATELY გამოიყენება მხოლოდ უსაფრთხოების მიზნით, სასწრაფო ზომების მიღების აუცილებლობის შემთხვევაში